რა კატეგორიის სტუდენტები ისწავლიან ტექნიკურ უნივერსიტეტში უფასოდ?!

ტექნიკური უნივერსიტეტი სტუდენტებს დაასაქმებს!

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის განცხადებას ავრცელებს, რომნელსაც უცვლელად გთავაზობთ:
ტექნიკური უნივერსიტეტი სტუდენტებს დაასაქმებს!ვითვალისწინებთ რა, საზოგადოების დიდ ინტერესს, გაცნონებთ, რომ: საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 4464 სტუდენტი 28 სექტემბრიდან შეუდგება სწავლას. მათ შორის: სამშენებლო ფაკულტეტი – 545 სტუდენტი; ენერგეტიკა და ტელეკომუნიკაცია – 722; სამთო-გეოლოგია – 195; ქიმიური ტექნოლოგია და მეტალურგია – 331; სატრანსპოტრო და მნანქანათმშენებლობა – 538; არქიტექტურა, ურბანისტიკა და დიზაინი – 179; ბიზნეს-იჟინერინგი – 886; ინფორტმატიკისა და მართვის სისტემები – 768; დიზაინის საერთაშორისო სკოლა – 8; აგრარული მეცნიერებისა და ბიოსისტემის ინჟინერინგის ფაკულტეტი – 288; სანდიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი – 4; სულ ბაკალავრიატზე იყო 6280 ადგილი, როგორც მოგახსენეთ ჩაირიცხა 4464. სამწუხაროდ 1816 ადგილი ფაქტიურად გაუქმდა.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ყველაზე მოთხოვნადი ფაკულტეტები წელს იყო: სამშენებლო, ბიზნესინჟინერინგი და ინფორმატიკისა და მართვის სისტემები. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2065 სტუდენტის სწავლის საფასურს მთლიანად სახელმწიფო დაფარავს, მიუხედავად სტუდენტის დაგროვილი ქულებისა – ანუ 2065 სტუდენტის სახელმწიფო აფინანსებს.საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლა  28 სექტემბერს დაიწყება .

banner
წინა სტატიაში,,დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის, როგორი იქნება ფეხბურთი საქართველოში”
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – სჯობია, პირადად პაატა ბურჭულაძეს დაუსვათ კითხვა, აპირებს თუ არა პოლიტიკაში მოსვლას