კაპრალ რამაზ დავითაიას 16 ივნისს, სამხედრო პატივით დაკრაძალავენ

თავდაცვის სამინისტრო მორიგ სკანდალში ეხვევა

ავღანეთში მიღებული ჭრილობისგან გარდაცვლილი კაპრალ რამაზ დავითაიას სამოქალაქო პანაშვიდები სენაკის რაიონში, სოფელ საწულეისკიროში 11 ივნისიდან 16 ივნისის ჩათვლით გაიმართება.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით სამხედრო პატივის მიგების ცერემონია მის საცხოვრებელ ადგილზე ყოველდღე, 12:00 საათიდან 20:00 საათამდე ჩატარდება. კაპრალი რამაზ დავითაია 16 ივნისს, 15:00 საათზე, სამხედრო პატივით დაიკრძალება.

საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-2 ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის კაპრალი რამაზ დავითაია, 8 ივნისს გორში მდებარე თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა. ქართველი სამხედრო მოსამსახურე, რომელიც ავღანეთში 2012 წლის 20 ივნისს, საბრძოლო ოპერაციის შესრულების დროს მძიმედ დაიჭრა, გერმანიისა და საქართველოს კლინიკებში ხანგრძლივი მკურნალობისა და რეაბილიტაციის კურსებს გადიოდა.

რამაზ დავითაია შეიარაღებულ ძალებში 2007 წლის 26 ივნისიდან ირიცხებოდა. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით, მედლით „სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის“ და უწყებრივი მედლით “საბრძოლო იარისათვის”.

banner
წინა სტატიაშიზიკო ფიფას ხელმძღვანელობისთვის იბრძოლებს
შემდეგი სტატია„არჩევნების იმ მოდელზე უნდა გადავიდეთ, რასაც ხალხს ყველა პარტია სთავაზობს „ქართული ოცნების“ გარდა”