ისნისა და სამგორის მოსახლეობისთვის უფასო კონცერტები ჩატარდება

თბილისის მერია სოციალურად დაუცველებისთვის ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირებას მოახდენს

თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით და მოძრავი ფილარმონიის ორგანიზებით, 22 ივლისიდან 6 აგვისტომდე, ისნისა და სამგორის მოსახლეობისათვის 10 უფასო კონცერტი გაიმართება.
როგორც “თაიმერს” მერიიდან აცნობეს, სიმღერისა და იუმორის საღამოებში მონაწილეობას მიიღებენ: თემურ წიკლაური, ნუგზარ კვაშალი, ბესო კალანდაძე, ზურაბ ვადაჭკორია, ვიტალი სავანელი, ზურა კობეშავიძე, ზურა დოიჯაშვილი, ანსამბლი “გორდელა”, ბესო ბერულაშვილი და ა.შ. კონცერტის პროგრამა შინაარსით მრავაფეროვანია და განკუთვნილია ყველა ასაკის მაყურებლისთვის.
პროექტის ფარგლებში, პირველი ღონისძიება, 22 ივლისს, 20:00 საათზე, ლილოს დასახლებაში, ეკლესიასთან განლაგებულ სკვერში არის დაგეგმილი. 23 ივლისს მუსიკოსებს დიდი ლილო უმასპინძლებს, ყოფილი პოლიციის მიმდებარე ტერიტორიაზე, “ნაძვებში”; 25 ივლისს: აეროპორტის დასახლება – სკვერი ( შესასვლელთან); 26 ივლისს – ვარკეთილი 3, მე-4 მკ/რ – სკვერი – ( პოლიციის მიმდებარე ტერიტორია); 28 ივლისს- ვარკეთილის 3-ის პირველი მ/რ – მედიათეკის მიმდებარედ არსებული სკვერი; 30 ივლისს – მოსკოვის გამზირზე კინოთეატრ “ვარძიის” მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერში; 1 აგვისტოს – ჰიდრომშენის დასახლება აფრიკაში – გუმათგესის ქუჩაზე სკვერი; 2 აგვისტოს – ვაზისუბანში – მე8 და მე-9 კორპუსების მიმდებარე ტერიტორია; 4 აგვისტოს – ავლაბარში, სომხური ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია და პროექტის ფარგლებში ბოლო კონცერტი, 6 გავისტოს გაიმართება, ქვემო ნავთუღში, სკვერში – პოლოციის მიმდიბარე ტერიტორიაზე.
ღონისძიებას ასევე დაესწრებიან ისნისა და სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები, გამგებლები და სხვა ოფიციალური პირები.

banner
წინა სტატიაშირა მოხდა 17 ივლისს ვარსკვლავების სახლში- “ჩაშვებული პონტი”?
შემდეგი სტატიასაქართველოში სამუშაო ვიზიტით ნატოს ტრანსფორმაციის სარდლობის წარმომადგენლობა იმყოფება