რა მოხდა 17 ივლისს ვარსკვლავების სახლში- “ჩაშვებული პონტი”?

რა მოხდა 17 ივლისს ვარსკვლავების სახლში-

რა მოხდა 17 ივლისს ვარსკვლავების სახლში- "ჩაშვებული პონტი"?ვინ „ჩაუშვა“ ნარკოტიკებზე „მამულიჩა“, – აღნიშნულ თემაზე გაზეთი „კვირის ქრონიკა“ წერს. სანდო წყაროზე დაყრდნობით, გამოცემა იტყობინება, რომ საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ მამულიჩა თემურ თათარაშვილმა „ჩაუშვა“.

„რამდენიმე ინკოგნიტო წყაროს თქმით, ე.წ. ვარსკვლავების სახლში, ყიფშიძის 17 ნომერში, 17 ივლისის ღამეს, სამართალდამცავებმა მამულაშვილ-წურწუმიას სახლი გაჩხრიკეს. ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, „მამულიჩა“ სწორედ ამ დღეს დააკავეს აეროპორტში და ამის შემდეგ ჩატარდა ჩხრეკა. პირიქით რომ ყოფილიყო, მას ინფორმაციას მიაწვდიდნენ და ნარკოტიკების თანხლებით აღარ შემოვიდოდა… იმასაც ამბობენ, „ჩაშვებული“ პონტი იყო და დიდი ხანია, მიზანში იყო ამოღებულიო… ბრალის დამტკიცების შემთხვევაში „მამულიჩას“ 11- წლიანი სასჯელი ელის. 2008-ში „მამულიჩა“ რომ გამოუშვეს „კაპეზედან“, სწორედ ლელა წურწუმიას დამსახურება იყო, მივიდა და მას ეხვეწა. „კაკრაზ“, მაგ ამბავზე თემურ თათარაშვილმა პირველი ხელი მაგას დაადო, რომ ჰკითხეს, ნარკოტიკებს სად ასაღებდიო, პირველი წყარო „მამულიჩა“ დაასახელა. სხვათა შორის, კულუარებში იმასაც ლაპარაკობდნენ, თათარაშვილი მამულაშვილმა ჩაუშვაო. სხვათა შორის, ლელა წურწუმია 2013-ში რომ წაიჭირეს „ბადაგონის“ საქმეზე, მაშინაც იცინოდა, საიდან უნდა მქონდეს ამ კომპანიაში 12 პროცენტი, ლიზა ბაგრატიონში ხომ არ გეშლებითო? მაშინაც ბობოლა ხალხი ჩაერია და ეს საქმე ჩაიფარცხა. ახლა ვის უნდა ჩაუვარდეს ფეხებში ლელა წურწუმია, ბიძინა ივანიშვილს? ვნახოთ, ასეთ ადამიანებს მსგავსი რაღაცების კეთება ნამდვილად არ უჭირთ?“ – წერს გაზეთი „კვირის ქრონიკა“.

“პირველი რადიო”

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტუსკი: ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო რეჟიმისთვის საქართველოს დამატებითი რეფორმების გატარება სჭირდება
შემდეგი სტატიაისნისა და სამგორის მოსახლეობისთვის უფასო კონცერტები ჩატარდება