ისლამური სახელმწიფო twitter-ს ემუქრება

twitter-logoსოციალურ ქსელ ,,ტვიტერს,, ტერორისტული ორგანიზაცია ,,ისლამური სახელმწიფოს,, წევრებმა, ერთერთი არაბული ანგარიშიდან მუქარის შემცველი წერილი გაუგზავნეს, სადაც მის აღმასრულებელ დირექტორს ჯეკ დორსეის მოკვლით ემუქრებიან. ისლამისტების უკმაყოფილებას ამ ქსელში მათი ანგარიშების (გვერდების) დახურვა იწვევს…

,, ჩვენ თავიდანვე გაგაფრთხილეთ, რომ ეს თქვენი ომი არა არის, მაგრამ მიუხედავად ამისა თქვენ აგრძელებთ ჩვენი ანგარიშების დახურვას… თუმცა ჩვენ ყოველ ჯერზე უკან ვბრუნდებით… მაშინ, როცა თქვენ ლომების სუნთქვას შეიგძნოთ, თქვენი სიცოცხლე უკან არ დაბრუნდება,, ნათქვამია მუქარის წერილში, რომელსაც თან ,,თვიტერის,, დირექტორის სურათი ახლავს, რომელზეც სამიზნეა გამოსახული.

დასავლური მედიისთვის უცნობია, თუ რატომ მაინცდამაინც ,,ტვიტერის,, საიტზე ანგარიშების დახურვამ გააღეზიანა ისლამისტები, როცა მათ გვერდებსა და ვიდეოებს, ,,ფეიბუქი,,  ,,იუთუბი,,  და სხვა საიტებიც, როგორც წესი სისტემატიურად ბლოკავენ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ,,ტვიტერმა,, უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით სპეცსამსახურებს მიმართა.

banner
წინა სტატიაშირა საერთოა პოლიტკოვსკაიასა და ნემცოვის მკვლელობებს შორის
შემდეგი სტატიაგაერო – აღმოსავლეთ უკრაინაში დაღუპულთა რაოდენობამ 6 000-ს მიაღწია