რა საერთოა პოლიტკოვსკაიასა და ნემცოვის მკვლელობებს შორის

ბორის ნემცოვის მკვლელობა - პასუხგაუცემელი კითხვები

რუსმა გამომძიებლებმა ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას და რუსი ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის მკვლელობაში რამდენიმე საერთო დეტალი აღმოაჩინეს. ამის შესახებ გამოცემა “კომერსანტი” წერს.
გამომძიებლების ცნობით, ორივე შემთხვევაში მკვლელობა სპეციალურ თარიღს ემთხვევა. ბორის ნემცოვის მკვლელობა მოსკოვში 1 მარტს დაგეგმილ ანტიკრიზისულ მარშს, ხოლო პოლიტკოვსკაია ვლადიმერ პუტინის დაბადების დღეზე მოკლეს. ამას გარდა, როგორც ნემცოვს, ასევე პოლიტკოვსკაიას მკვლელი დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდა და მკვლელობისთვის სასურველ ადგილს არჩევდა.
ბორის ნემცოვი 27 თებერვალს საღამოს კრემლის სიახლოვეს მოკლეს, ანა პოლიტკოვსკაია კი, 2006 წლის 7 ოქტომბერს.

banner
წინა სტატიაშისააპელაციო სასამართლომ საყდრისთან დაკავშირებით მთავრობისა და კულტურის სამინისტროს საჩივარი არ დააკმაყოფილა
შემდეგი სტატიაისლამური სახელმწიფო twitter-ს ემუქრება