ირმა ქავთარაძე უმუშევართა რაოდენობის შემცირებას ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სექტორში გატარებულ პოლიტიკას უკავშირებს

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძე უმუშევართა რაოდენობის შემცირებას მთავრობის მიერ ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სექტორში გატარებულ პოლიტიკას უკავშირებს.
როგორც ირმა ქავთარაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ბოლო 11 წლის განმავლობაში საქართველოში უმუშევრობის ყველაზე დაბალი დონე 2014 წელს დაფიქსირდა, რაც ძალიან კარგი შედეგია, თუმცა მთავრობა ამ შედეგით არ დაკმაყოფილდება და ეკონომიკურ რეფორმებს კიდევ გააგრძელებს.
“მინდა გამცნოთ ძალიან კარგი ამბავი, 2014 წელს უმუშევრობის დონემ შეადგინა 12.4%, რაც 2013 წლის მაჩვენებელზე 2,2%-ით ნაკლებია. ასევე დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა და 58,3% შეადგინა, რაც 2013 წლის მაჩვენებელს 1,7%-ით აღემატება. 2014 წელს დასაქმებულთა რაოდენობამ საქართველოში შეადგინა 1 754 200 კაცი, რაც წინა წელთან შედარებით 33 000-ით მეტია. დაქირავებულთა რაოდენობამ შეადგინა 692 000, რაც 2013 წლის მაჩვენებელს 5.2%-ით აღემატება. აღსანიშნავია, რომ მცირდება დასაქმებულების რაოდენობა სახელმწიფო სექტორში და იზრდება კერძო სექტორში დასაქმებულთა რიცხვი. 2012 წელთან შედარებით სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა შემცირდა 8.2%-ით, ხოლო კერძო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 3%-ით გაიზარდა”, – განაცხადა ირმა ქავთარაძემ.
მისივე თქმით, მთავრობა დიდ ყურადღებას აქცევს დასაქმების საკითხს და მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოში UNDP-სა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით გაიმართება რეგიონული ფორუმი დასაქმების საკითხებზე.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელმა ავღანეთში სამუშაო ვიზიტი დაასრულა
შემდეგი სტატიაგიორგი აბაშიშვილი – ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფის კანონპროექტი პროფესიულად ცუდად მომზადებული ინიციატივაა