ირინა მილორავა: ეს არის სამართლიანი ტარიფი, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობის უწყვეტ და საიმედო ენერგომომარაგებას

ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დღეს მიღებული გადაწყვეტილების გამომწვევ ფაქტორებზე საუბრობს.

ირინა მილორავას განმარტებით, ძირითადად ეს იყო განპირობებული იმ კომპონენტებით, რომელშიც ვალუტის კურსის ცვლილება გავლენას ახდენს. მათ შორის ძირითადია თბოელექტროსადგურები და იმპორტირებული ელექტროენერგია.

„ეს არის სამართლიანი ტარიფი, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობის უწყვეტ და საიმედო ენერგომომარაგებას,“ – აცხადებს ირინა მილორავა.

ჯერჯერობით თელასისგან ან რომელიმე სხვა გამანაწილებელი კომპანიისგან სატარიფო განაცხადი სემეკს არ მიუღია.

banner
წინა სტატიაშიპაატა ზაქარეიშვილი – მტერი, გიგლა აგულაშვილი – მოყვარე და ბიუჯეტისთვის დაკარგული 1,5 მილიარდი ევრო
შემდეგი სტატიაჯონდი ბაღათურია: ხალხი ქუჩაში უნდა გამოვიდეს და დაამხოს უკანონო და უსამართლო ხელისუფლება