ჯონდი ბაღათურია: ხალხი ქუჩაში უნდა გამოვიდეს და დაამხოს უკანონო და უსამართლო ხელისუფლება

ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტიელბას პოლიტიკური პარტიები აპროტესტებენ.

ისინი დღეს სემეკში მიმდინარე სხდომას დაესწრენენ.

ქართული დასის ლიდერი რეგიონებში დენის 3,9 თეთრით გაძვირებას “უკანონოს” და “უსამართლოს” უწოდებს.

“ხალხი ქუჩაში უნდა გამოვიდეს და დაამხოს უკანონო და უსამართლო ხელისუფლება,” – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

სემეკის მეირ მიღებულ გადაწყვეტილებას ანტიკოსნტიტუციურს და უკანონოს უწოდებს მემარცხენე ალიანსის თავმჯდომარე, იოსებ შატბერაშვილიც.

banner
წინა სტატიაშიირინა მილორავა: ეს არის სამართლიანი ტარიფი, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობის უწყვეტ და საიმედო ენერგომომარაგებას
შემდეგი სტატიასაპარლამენტო უმცირესობა ხელისუფლებას ახალი ანტიკრიზისული გეგმის შემუშავებისკენ მოუწოდებს