პაატა ზაქარეიშვილი – მტერი, გიგლა აგულაშვილი – მოყვარე და ბიუჯეტისთვის დაკარგული 1,5 მილიარდი ევრო

პაატა ზაქარეიშვილი – მტერი, გიგლა აგულაშვილი – მოყვარე და ბიუჯეტისთვის დაკარგული 1,5 მილიარდი ევრო

taimeri „თაიმერმა“ გამოაქვეყნა ძალიან საინტერესო ინტერვიუ რამინ ჯომიდავასთან, სადაც საუბარი იყო ენგურის კალაპოტში შექმნილ მდგომარეობაზე და სახელმწიფოსათვის ძალიან მომგებიან პროექტზე. დრეს გთავაზობთ ამ თემის გაგრძელებას და ინტერვიუს ბესო ნარსაიასთან. შეგახსენებთ: „ენგურჰესის ამოქმედებიდან 40 წლის განმავლობაში რეგიონში ჩამოყალუიბდა დამატებითი ნეგატიური ტენდენციები, რომელთა აღმოფხვრა გადაუდებელი აუცილებლობა გახდა. პროექტის განხორციელება იქნება ენგურჰესის განვითარების დამამთავრებელი ეტაპი, რომლითაც შესაძლებელი გახდება გარემოს დაცვითი და სოციალური პირობების დაბალანსება და ხელოვნური და ბუნებრივი სისტემების თანაარსებობისათვის და ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობების შექმნა, ამასთან ერთად გაიზრდება ჰიდროკვანძის ექსპლუატაციის საიმედოობა და ხანგრძლივობა, უსაფრთხო გახდება წყალდიდობების და წყალუხვობის ხარჯების გატარება, შემცირდება რისკები მოსალოდნელი კატასტროფული ხარჯის (250 მეტრ კუბი წამში) გავლისას და მატერიალური ზარალი. პროექტი არათუ წინააღმდეგობაში მოდის ხეობის განვითარების განსაზღვრულ პრინციპებთან, არამედ მეტად ავსებს და შინაარსობრივად ამდიდრებს მას. ენგურჰესის კაშხლის აგებამ ეკოლოგიური პრობლემების წინაშე დააყენა ხეობა. მდინარე ენგურის წყალი გადასროლილ იქნა მდინარე ერისწლის კალაპოტში, რის გამოც უკვე გაუწყლიანებული მდინარის მიერ მინიმუმამდე შემცირდა გამორეცხვა, ამას ემატება მდინარის კალაპოტში დაგროვილი მინერალების შემცველი ინერტული მასალების ქაოტური ამოღება, მისი დაბინძურება და ანტისანიტარია, შედეგად დაირღვევა ეკოლოგიური წონასწორობა. დარღვეული ეკოლოგიური წონასწორობის აღსადგენად საჭირო რელიეფის საინჟინრო მომზადება უნდა განხორციელდეს დაგროვილი ინერტული მასალების გეგმაზომიერი მოპოვების და რეალიზაციის ხარჯზე. პროექტი გულისხმობს ენგურჰესის წყალსაცავისა და ხეობის ქვედა ზონაში დაგროვილი გარემოს დამაბინძურებელი ჭარბი ნალექი მასიდან ძვირფასი მინერალების ამოღებას და ინერტული მასალების (ქვა, ქვისა) საამშენებლო მასალებად დამუსავებას, ხოლო ლამის სასოფლი-სამეურნეო მინერალად გამოყენებას სოფლის მეურნეობაში. პროექტი პროცესის ასამოძრავებლად და სარეგულირებლად გაცილებით მეტ მასტიმულირებელ მოტივაციას ქმნის და ამაღლებს დასახული პროგრამის, როგორც ეკოლოგიური, ასევე კომერციულ ეფექტიანობას, აგრეთვე იგივე გეგმარების გათვალისწინებით და იგივე ბაზის გამოყენებით მნიშვნელოვნად გაიზრდება შრომით დაკავებული მოსახლეობის რაოდენობა და საზოგადოებრივი დოვლათი“, – ეს არის ამონარიდი იმ წერილიდან რომელიც შპს „ჰერბმა“ მიწერა საქართველოს მთავრობას.

რას მოუტანს ზემოთაღნიშნული პროექტი საქართველოს? რატომ დაინტერესდა პროექტით აფხაზური და რუსული მხარე? ვინ დააფინანსებს პროექტს, ვის დაასაქმებენ პროექტის ამუშავების შემდთხვევაში  და რატომ არის ამ ეტაპზე პროექტის განხილვა შეჩერებული? ამ და სხვა საკითხებზე „თაიმერს“ ესაუბრება ბესო ნარსია.

პაატა ზაქარეიშვილი - მტერი, გიგლა აგულაშვილი - მოყვარე და ბიუჯეტისთვის დაკარგული 1,5 მილიარდი ევრო

ბესო ნასარაია:

_ ამ პროექტის დაფინანსება არის კერძო ინვესტიცია, რომელიც რაოდენ არ უნდა გაგიკვირდეთ უკვე მოძიებული გვაქვს. არის ძალიან სერიოზული რამდენიმე შემოთავაზება, სამწუხაროდ ვერ დავასახელებ ინვესტორებს, თუმცა ხაზგასმით გეტყვით რომ ეს იქნება პირველადი ინვესტიცია, რომლის შემდეგ ჩვენ მუშაობას გავაგრძელებთ შემოსული თანხებით. აქ მოპოვებული ინერტული მასალის ქვიშის, ლამის ნაწილობრივი რეალიზაციით ჩვენ შესაძლებლობა გვექნება დამოუკიდებლად გავაგრძელოთ მუშაობა.

_ ნაწილობრივი რეალიზაცია…

_ დიახ, ნაწილობრივი, იმიტომ რომ ნაწილი უნდა მოხმარდეს ზღვის და მდინარე ენგურის ნაპირდაცვით სამუშაოებს. ჩვენ გათვალისწინებული გვაქვს მდინარე ენგურის კალაპოტის რკინა-ბეტონის ჯებირებში ჩასმა, ანალოგიურად როგორც თბილისშია მტკვარი. ამით ენგური ყოველი მხრიდან იქნება უსაფრთხო.

_ არ დავიწროვდება კალაპოტი?

_ არა, პირიქით ის უსაფრთხო იქნება. მეცნიერების დასკვნის და გათვლების მიხედვით,  ღვარცოფის შემთხვევაში მდინარე ენგურმა უნდა გაატაროს 2500 მერტ კუბი წყლის ნაკადი,  ეს დაცული იქნება, პლუს ამას იქ რეზერვიც რჩება. გარდა ამისა, თავად პროექტი იმდენად მომგებიანია მისი დეინვესტირება საშუალებას იძლევა განვითარდეს რეგიონი მდინარე ენგურის კალაპოტებს გარშემო, შედგენილია მდინარე ენგურის განაპირა ზოლის სოციალურ-ეკონომიური განვითარების და აფხაზეთის რეგიონის განვითარების პროგრამა.

_ და რაკი პროექტი არაა გუშინდელი, მაინტერესებს ამ თემასთან დაკავშირებით თუ გქონდათ სხვადასხვა ეტაპზე საქართველოს სხვადასხვა ხელისუფლების წარმომადგენელთან საუბარი? ანაკლიაზე იყო აქცენტი სულ გაკეთებული და ვერ ხედავდნენ ენგურს?

_ ხედავდნენ ერთია და მეორე, პროექტი წინ ედოთ, მაგრამ რეაგირება არ მოყოლია.

_ დღეს რა ხდება?

_ დღეს პროექტი შეთანხმებულია გარემოს დაცვის სამინისტროსთან, ენერგეტიკის და ეკონომიკის სამინისტროებთან, შეთანხმება არსებობს და პარლამენტში მაღალი დონის შეხვედრები ჩარატდა, არსებობს ოქმი, რომლითაც სამუშაო ნებადართულია.  ჩვენ ახლა ვითხოვთ მთავრობის დადგენილებას ამ კალაპოტის იჯარით გადმოცემასთან დაკავშირებით, რომ დამტკიცდეს პროექტი და დაიწყოს სამუშაოები.

_ მთავრობამ რამდენი უნდა ჩადოს ამ პროექტში?

_ არაფერი. მხოლოდ მთავრობის დადგენილებაა საჭირო.

_ რატომ ყოვნდება?

_ პროექტის ამოქმედება ყოვნდება იმიტომ რომ მთავრობის დადგენილება არაა. აქ ერთი საკითხიცაა, ჩვენ პროექტის წარდგენამდე მოვახდინეთ შეთანხმებები სამინისტროებთან, პარლამენტთან, გვაქვს ასევე ევროკავშირის ელჩის ხელმოწერილი თანხმობა, ამ პროექტის დაწყებისთანავე ტექნიკურ გრანტს გამოყოფს ევროკავშირი. საკითხი შეთანხმებულია გაეროსთან.

_ და ამ ყველაფრის შემდეგ მთავრობამ ერთფურცლიანი დადგენილება ვერ მიიღო?

_ რა გითხრათ აბა…

_ რაც ეხება მუშახელს?

_ მუშახელს რაც ეხება, პირველ პერიოდში დაახლოებით 700-მდე ადამიანი დასაქმდება, ხოლო შემდეგ თანდათან დასაქმებულთა რაოდენობა 10 ათასს გადააჭარბებს.

_ ხელფასი?

_ მაღალი ხელფასი. ეს ყველაფერი საერთაშორისო დონეზეა გათვლილი.

_ ქართველები იმუშავებენ თუ ჩამოიყვანთ, ვთქვათ, ჩინეთიდან?

_ არა, არავითარ შემთხვევაში. აქ იმუშავებს ადგილობრივი მოსახლეობა, მათ შორის აფხაზები.

_ რამდენად უსაფრთხოა იქ მუშაობა ადამიანისათვის?

_ არავითარი საფრთხე არ არსებობს, ყველა ნორმა დაცული იქნება.

_ თქვენ ბრძანეთ რომ მოლაპარაკებები მიდის აფხაზურ და რუსულ მხარესთან. როდის დაიწყო ეს მოლაპარაკებები და შედეგი რა არის?

_ ეს მოლაპარაკებები დიდი ხანია მიდის, იმათგან ფაქტიურად თანხმობა არის. კონკრეტულად რომ გითხრათ მოლაპარაკებები 1993 წლიდან მიდის, აფხაზეთის მხარეს გადავუგზავნეთ დოკუმენტები, ჯერ კიდევ ბაღაფშის დროს. ძალიან სერიოზული დაინტერესება წამოვიდა, როგორც აფხაზური ისე რუსული მხარიდან. რუსეთის მხრიდან დაინტერესება გაიზარდა ოლიმპიადის დროს, ჩვენ შევხვდით ოლიმპიურ კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად, მათ უნდოდათ ინერტული მასალა. საკითხის გადაწყვეტა არ მოხერხდა, იმიტომ რომ ომი დაიწყო და ყველაფერი გაჩერდა. ჯერ კიდევ ტალიავინის დროს მუშაობდა კომისია, რომელმაც შეისწავლა პროექტი და მოგვცა დასკვნა რომ ეს არის კარგი პროექტი და აუცილებლად უნდა განვითარდეს. ურთიერთობა ხდება გაეროს მისიის მეშვეობით, მოხსენდა ამ პროექტის სესახებ დავით უსუფაშვილს, რომელმაც განაცხადა რომ ეს აფხაზეთთან ინტეგრაციის კუთხით კარგ შედეგს მოიტანს, დაავალა ზაქარეიშვილს და ვოლსკის, მაგრამ ამის შემდეგ არავითარი ძვრა არ მომხდარა.

_ რას ითხოვთ?

_ იმისათვის რომ ოფიციალურად დამყარდეს ცოცხალი კონტაქტი, გაეროს მისიამ წერილით უნდა მიმართოს აფხაზურ მხარეს, რომ ჩვენ მხოლოდ მიმოწერით არ გვქონდეს კონტაქტი, ამისათვის კი საჭიროა გაეროს მისიას მიწეროს ზაქარეიშვილმა რომ საჭიროა ოფიციალური შეხვედრები, მაგრამ სამინისტრომ ეს არ გააკეთა. რატომ? არ ვიცით ჩვენ მინისტრს შევხდით დეტალურად ავუხსენით ყველაფერი… წერილი რომ დაეწერათ და ჩართულიყო ოფიციალურად გაეროს მისია, დღეს ვფიქრობ აფხაზებთან ურთიერთობა სხვა დონეზე გვექნებოდა. ვერა და ვერ მოხერხდა ამ წერილის დაწერა და ვინ არის დამნაშავე თქვენ დაასკვენით, მე ვამბობ რეალური სურათი რაცაა. რაც შეეხება პროექტის კიდევ ერთ მოსალოდნელ შედეგს: ეს იქნება მშვიდობისაკენ გადადგმული რეალური ნაბიჯი, იმიტომ რომ არც ერთი პროექტის მიმართ არ იჩენს აფხაზეთი ინტერესს, ეს პროექტი კი მათთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისა არის და აინტერესებთ. ჰესის მუშაობა, ნაპირთდაცვა, სამუშაო ადგილი, ეს ცოტა არაა? ამიტომ გვირდა ჩაერთოს გაერო, მაგრამ…

_ კიდევ ერთხელ დავაზუსტოთ: რას აძლევს ეს პროექტი სახელმწიფოს?

_ ყოველწლიურად ბიუჯეტში შევა დაახლოებით ერთნახევარი მილიარდი, ხოლო ფისკალური ეფექტი იქნება 6 მილიონამდე ევრო.

_ ვერ გავიგე ზაქარეიშვილი ქვეყნის მტერია?

_ რა გითხრათ აბა? მთავარი რაა იცით? რომ რეგიონი განვითარდება, ეს მოიცავს არა მხოლოდ სამეგრელოს, არამედ აფხაზეთს, ნაწილობრივ სვანეთის დაბალ მხარეს.

_ ასეთი სიმდიდრე გვქონდეს…

_ ამავე დროს იქ მოეწყობა ხელოვნური ლანდშაფტი. ეს არის ერთადერთი მდინარის კალაპოტი შავ ზღვაზე, რომელიც ეკოლოგიურ საშიშროებას არ იწვევს და იქ რჩება ტეროტორია სადაც სოფლის მეურნეობის, მრეწველობის განვითარება შეიძლება. ამოღებული კარიერები იძლევა ბრწყინვალე მეურნეობის განვითარების საშუალებას, მათ შორის უნიკალური თევზის ჯიშის მოშენებას. მეორე, დღეს ანაკლიაში მდინარის დონე ზღვის დონიდან უფრო მაღალზეა, ვიდრე თავად ანაკლია, ანალოგიურია სოფელ დარჩელში, პატარა ნალექის დროს იტბორება გარკვეული ტერიტორია. კარგად რომ მოწვიმოს და 400 კუბის შემთხვევაში, უკვე საშისროება იქმნება, არაფერს ვამბობ მეტ ნალექის გატარებაზე.

_ თუ არის რომელიმე უწყება რომელიც მხარს გიჭერთ?

_ ძალიან დიდი ინტერესი და მზადყოფნა გამოთქვა გარემოს დავცის მინისტრმა. გიგლა აგულაშვილმა მთელი სიგრძე-სიგანით გაითავისა პროექტის არსი და ამ პროეტით საქართველოს ბიუჯეტისათვის შემოსული მოგება, რეგიონის განვითარების პერსოექტივა, რისთვისაც მადლობა მინდა ვუთხრა მას.

 

banner
წინა სტატიაშიგიორგი გუგავამ ენერგეტიკის სამინისტროს შებობაში შეჭრა სცადა
შემდეგი სტატიაირინა მილორავა: ეს არის სამართლიანი ტარიფი, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობის უწყვეტ და საიმედო ენერგომომარაგებას