ირანს ბირთვული პროგრამის განვითარებაზე უარის თქმისკენ მოუწოდებენ

„ისრაელის პრემიერ-მინისტრმა კონგრესში გამოსვლის დროს ვერ წარმოადგინა იმ გეგმის ალტერნატივა, რომელიც ე.წ. ”ექვსეულს” ირანთან ბირთვული პროგრამის თაობაზე შეთანხმების მისაღწევად აქვს,“”- ასეთია ბარაკ ობამას შეფასება.

შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, რუსეთი და ჩინეთი ცდილობენ უარი ათქმევინონ ირანის ხელისუფლებას ბირთვული პროგრამის განვითარებაზე და სანაცვლოდ, სანქციების შემსუბუქებას ჰპირდებიან.

ნეთანიაჰუმ კონგრესში გამოსვლისას განაცხადა, რომ თუ შეთანხმების გაფორმების შედეგად სანქციები შემსუბუქდა, ირანი მალევე შეძლებს ბირთვული იარაღის წარმოებას. მისი თქმით, დღევანდელი ირანი არის საფრთხე არა მარტო ისრაელისთვის, არამედ მთელი ახლო აღმოსავლეთისთვის. ისრაელის პრემიერის გამოსვლას ირანელმა დიპლომატებმა მოსაწყენი უწოდეს.

banner
წინა სტატიაშიკორუფციული სკანდალი და დაკავება გამგეობაში
შემდეგი სტატია„უფასო ფული ბიძინა ივანიშვილის მრავლგზის დაპირებაა და არა გოგა ხაჩიძის მოგონილი ინიციატივა,”