დღეს კანონმდებლები კენჭს უყრიან საკანონმდებლო ინიციატივას ”უფასო ფულის” შესახებ. მისი ინიციატორი ნაციონალური მოძრაობის წევრი გოგა ხაჩიძეა, თუმცა ხაჩიძე აცხადებს, რომ უფასო ფული ბიძინა ივანიშვილის მრავალგზის დაპირებაა და არა გოგა ხაჩიძის მიერ მოგონილი ინიციატივა.
დოკუმენტმა საკომიტეტო მოსმენები უკვე გაირა. კანონმდებლებმა ინიციატივა პირველი მოსმენითაც განიხილეს.
დოკუმენტი მიზნად ისახავს სპეციალური მექანიზმის შექმნას, ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო დაპირების განხორციელების მიზნით.
დოკუმენტის ავტორი დარწმუნებულია, რომ უმრავლესობა კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს.
როგორც უმცირესობაში აცხადებენ, ყოფილი პრემიერი მოსახლეობას წინასაარჩევნოდ დაჰპირდა, რომ შეძლებდნენ ხანგრძლივი უპროცენტო ან ძალიან დაბალპროცენტიანი კრედიტების აღებას, თუმცა, მათი თქმით, დაპირება დაპირებად დარჩა.