კორუფციული სკანდალი და დაკავება გამგეობაში

შსს-მ ჰეროინის შემცველი 57,191 გრ ნარკოტიკი ამოიღო

განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ მიხეილ ქვირიას სამართალდამცველები მოქალაქეებისგან დანაშაულებრივი გზით 10 ათასი დოლარის აღებაში ადანაშაულებენ.

საგამოძიებო უწყების ცნობით, საბურთალოს რაიონის გაგეობის უფროსი სპეციალისტი ინდოეთის და ერაყის მოქალაქეებს თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე საბურთალოს რაიონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 6 ათას 300 კვ.მ მიწის ნაკვეთის შესაძენად აუქციონის მომზადებისა და ჩატარების უზრუნველსაყოფად დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც მან ქრთამი აიღო.

გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

banner
წინა სტატიაშიბურჯანაძე და ინაშვილი შესაძლოა გაერთიანდნენ
შემდეგი სტატიაირანს ბირთვული პროგრამის განვითარებაზე უარის თქმისკენ მოუწოდებენ