ირაკლი ღარიბაშვილი – ის, რომ ღვთისმშობლის კვართი საქართველოში ინახება, დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს

სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი მილიონობით ლარია

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ასეთი მაღალი თანამდებობის პირი ესწრება ამ დღესასწაულს, – ასე მიმართა ცაიშისა და ზუგდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაულზე მყოფ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს.
როგორც “ინტერპრესნიუსს” საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ცაიშისა და ზუგდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა ირაკლი ღარიბაშვილს დღესასწაულზე დასწრებისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მიესალმება მთავრობის მეთაურის სურვილს, შეისწავლოს აფხაზური ენა.
“თქვენ ერთხელ თქვით, რომ აპირებთ შეისწავლოთ აფხაზური ენა. ამან უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, რადგან აქედან აფხაზეთი სულ რამდენიმე კილომეტრშია”, – აღნიშნა მეუფე გერასიმემ.
ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის ტაძარში შეკრებილ მომლოცველებს დღესასწაული მიულოცა ირაკლი ღარიბაშვილმა და იმედი გამოთქვა, რომ სულ მალე ვლაქერნობას აფხაზებთან ერთად ვიზეიმებთ.
“ის, რომ ღვთისმშობლის კვართი საქართველოში ინახება, გვაკისრებს დიდ პასუხისმგებლობას. ჩვენ განსაკუთრებულად უნდა მოვეპყროთ ამგვარ სიწმინდეს და მადლობა ვუთხრათ უფალს ყველაფრისთვის. გილოცავთ დღევანდელ დღეს, გისურვებთ სულიერ სიმტკიცეს, გაძლიერებას და ჩვენი ქვეყნის გაერთიანებას. როგორც მეუფე გერასიმემ ქადაგებაში ბრძანა, ჩვენ ერთ დღეს შევალთ აფხაზეთში და ჩვენს დებთან და ძმებთან ერთად ვიზეიმებს ვლაქერნობას”, – განაცხადა პრემიერმა.
საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ, ცაიშისა და ზუგდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ ირაკლი ღარიბაშვილი და მისი ოჯახი დალოცა და მათ ღვთისმშობლის მფარველობა უსურვა.
“ამ დღის შემდეგ თქვენ იგრძნობთ ღვთისმშობლის დიდ მფარველობას. თქვენი აქ ყოფნა დასტურია იმის, რომ ვართ ერთიანნი. მინდა გითხრათ, რომ ტაძრის შესასვლელში თქვენს სახელზე ქვა დაიდება”, – მიმართა მეუფემ პრემიერ-მინისტრს და მას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსის ხატი აჩუქა.
ვლაქერნობის დღესასწაულს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი ლევან შონია და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ამაშეკელი დაესწრნენ.

banner
წინა სტატიაშივიდეო–ნანი ბრეგვაძემ და ლაიმა ვაიკულემ ერთად “თბილისო” იმღერეს
შემდეგი სტატია“თავისუფალი დემოკრატები” პარლამენტიდან პროკურატურის რეფორმირებასთან დაკავშირებული პაკეტის გაწვევას ითხოვენ