“თავისუფალი დემოკრატები” პარლამენტიდან პროკურატურის რეფორმირებასთან დაკავშირებული პაკეტის გაწვევას ითხოვენ

“თავისუფალი დემოკრატები” პარლამენტიდან პროკურატურის რეფორმირებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის გაწვევას ითხოვენ. ფრაქციის განცხადებით, პაკეტის ყველა არსებითი დებულება უარყოფითად არის შეფასებული როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების და ექსპერტების, ასევე ადგილობრივი ორგანიზაციების მხრიდან.
დეპუტატმა შალვა შავგულიძემ კოლეგებს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე პროკურატურის რეფორმირებასთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო დაპირება გაახსენა და ამ კონტექსტში ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროკურატურის საკადრო პოლიტიკას უნდა განსაზღვრავდეს პარლამენტი და პრეზიდენტი და არა აღმასრულებელი ხელისუფლება. შავგულიძის შეფასებით, მთავრობის მიერ პარლამენტში ინიცირებული პროექტის მიხედვით, მთავარი პროკურორის დანიშვნის საქმეში კვლავ ძლიერია პოლიტიკური ელემენტი.
“გამოვიჩინოთ პოლიტიკრი ნება, რეალურად დეპოლიტიზირებული პროკურატურის შექმნისა. უნდა მივაღწიოთ იმას, რომ სახელმწიფო ბრალდება ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფოს და არა მმართველი ძალის ინტერესებით ხელმძღვანელობდეს”, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.
“თავისუფალმა დემოკრატებმა” აღნიშნულ თემაზე კოლეგებს კონსულტაციების დაწყება შესთავაზეს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – ის, რომ ღვთისმშობლის კვართი საქართველოში ინახება, დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს
შემდეგი სტატია“ლეიბორისტული პარტიის” და “თავისუფალი თაობის” წევრები ერთმანეთს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ