ირაკლი ღარიბაშვილი ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს, სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ივიცა დაჩიჩს შეხვდა

სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი მილიონობით ლარია

პრემიერ-მინისტრის და ეუთოს თავმჯდომარის ივიტა დაჩიჩის შეხვედრაზე საქართველო-ეუთოს თანამშრომლობაზე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე ისაუბრეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოთქვა შეშფოთება იმ ე.წ. ხელშეკრულების გამო, რომელიც მოსკოვმა სოხუმთან და ცხინვალთან გააფორმა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეუთომ კონფლიქტის მოგვარების საკითხში აქტიური და პოზიტიური ფუნქცია უნდა შეასრულოს.

თავის მხრივ, ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ივიცა დაჩიჩის თქმით, ეუთო მომავალშიც გადადგამს ქმედით ნაბიჯებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად.

banner
წინა სტატიაშიოდესის ახალი პროკურორი შესაძლოა ზურაბ ადეიშვილი გახდეს
შემდეგი სტატიასაქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა