ოდესის ახალი პროკურორი შესაძლოა ზურაბ ადეიშვილი გახდეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ოდესის ახალმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა პროკურორისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სამმართველოს უფროსის კანდიდატურები უკვე შეარჩია.

როგორც უკრაინული მედია იტყობინება, ოდესის რეგიონის ახალი პროკურორი შესაძლოა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ზურაბ ადეიშვილი გახდეს.

უკრაინული ონლაინ გამოცემა „პრესტუპნოსტი.ნეტ“-ის ინფორმაციით, ადეიშვილს პოზიციაზე უახლოეს მომავალში წარადგენენ. გამოცემის ცნობით, მას ეს ინფორმაცია ოდესის რეგიონის საოლქო ადმინისტრაციიდან მიაწოდეს და ამასვე ადასტურებენ წყაროები უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიc.

ცნობისთვის, ოდესის რეგიონის გუბერნატორად საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 30 მაისს დაინიშნა.

იუსტიციის ყოფილ მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს, საქართველოს მთავრი პროკურატურა თანამდებობის ბოროტად გამოყენებას, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზებას, მტკიცებულებების ფალსიფიკაციასა და დანაშაულის პროვოცირების ორგანიზებას ედავება.

banner
წინა სტატიაში“თუ ოდესა დაეცა, საქართველოც წაიშლება მსოფლიო რუკიდან”, – სააკაშვილის ინტერვიუ BBC-ის
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს, სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ივიცა დაჩიჩს შეხვდა