ირაკლი სესიაშვილი ნუგზარ წიკლაურის განცხადებას უპასუხისმგებლოს უწოდებს

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელი ირაკლი სესიაშვილი რიგგარეშე სესიაზე უმცირესობის წევრის, ნუგზარ წიკლაურის გამოსვლას გამოეხმაურა, სადაც მან რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ქართველებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
სესიაშვილის თქმით, ნუგზარ წიკლაურმა უპასუხისმგებლო განცხადება გააკეთა, რადგან დღევანდელი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა რუსეთში დაკავებული ქართველების საკითხი დროულად მოგვარდეს
“წიკლაურმა გააკეთა შეურაცხმყოფელი განცხადება, რადგან საქმე შეეხება რუსეთში დაკავებულ ქართველებს, რომლებიც ძალიან მძიმე მუხლებით არიან გასამართლებული. საქმე იმაშია, რომ წინა ხელისუფლებამ ეს ადამიანები უბრალოდ მიაგდო და მიატოვა. მიატოვა მათი ოჯახის წევრებიც. ჩვენმა ხელისუფლებამ პირველივე დღიდან დაიწყო ამაზე მუშაობა. მინდა შევახსენო ყველას, რომ ჩვენ ძალისხმევით სამი ადამიანი გათავისუფლებულია და მიმდინარეობს აქტურად მუშაობა ყველა დარჩენილი, დაკავებული ადამიანის საკითხის მოსაგვარებლად, რომლებსაც 14-15 წელი აქვთ მისჯილი. ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ეს ადამიანები გავათავისუფლოთ და მივცეთ ნორმალური ცხოვრების შესაძლებლობა. იმის მაგივრად, რომ ერთმანეთს გვერდით დავუდგეთ, გამოდის წიკლაური სხდომაზე და აკეთებს უპასუხისმგებლო განცხადებებს. მას კარგად ესმის, რომ ამ მგრძნობიარე თემასთან დაკავშირებით საჭიროა თანმიმდევრული მიდგომა და არა ყვირილი ტრიბუნიდან. როდესაც თქვენ ახსენებთ ზურაბ აბაშიძეს, რამდენიმე თქვენმა კოლეგამ მიმართა მას პატიმირს გათავისუფლებაში მიეღო აქტიური მონაწილეობა. ამიტომ მსგავის განცხადებები არის თვქენი მხრიდან დიდი ტყუილი”, -განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა სესიაზე
ნუგზარ წიკლაური დღევანდელ სესიაზე სიტყვით გამოსვლიას, რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულების საკითხს შეეხო. “ვიცით, რომ ბევრი ადამიანი დაპატიმრებულია რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით. ესენი არიან საქართველოს მოქალაქეები, როომლებიც რუსეთში უკანონოდ დააკავეს. უცნაურია ამ შემთხვევაში ხელისუფლების უმოქმედება. ამ პარლამენტმა ბესელიას ხელმძღვანელობით გაათავისუფლა რუსეთის ჯაშუშები. ბესელიამ გაუწია მათ პირადად თავდებობა. ვიცით, რა ხედბა მსოფლიო პარაქტიკაში, როდესაც ჯაშუშებს ათავისუფლებენ, ერთი მხარე მიმართავს მომწინააღმდეგე მხარეს და არის მოლაპარაკება, რომ მოხდეს საქართველოს მოქალაქეების ანალოგიურად გათავისუფლება. საქართველოს ხელისუფლებამ ამისთვის არაფერი არ გააკეთა და ისინი იტანჯებიან ციხეებში. მოვუწოდებ იმ ადამიანებს, რომლებმაც რუსეთის ჯაშუშები გათავისუფლეს, დაეხმაროთ საქართველოს მოქალაქეებსაც”, -განცხადა ნუგზარ წიკლაურმა

banner
წინა სტატიაშიექსკლუზივი–რატომ დუმს ქართული მედია-სივრცე – 32 დაკავებული ქართველიდან ესპანელებმა 25 გაათავისუფლეს!
შემდეგი სტატია,,პრობლემა ხელისუფლებებში კი არა, ამ საზოგადოებაშია!,,