,,პრობლემა ხელისუფლებებში კი არა, ამ საზოგადოებაშია!,,

,,1988 წლიდან პოლიტიკაში ვარ.
ამ ხნის მანძილზე თითქმის სულ ოპოზიციაში ვარ, თუ ჩემს 2–თვიან ვიცე– პრემიერობას არ ჩავთვლით, საიდანაც პროტესტის ნიშნად გადავდექი საქართველოს დსთ–ში გაწევრიანების გამო.
რა არ მინახავს, რა რეპრესიები და დევნა არ გამომიცდია საკუთარ თავზე.
როგორი სიბინძურეები და ცილისწამებები არ გადამიტანია.

პოლიტიკა რთული პროფესიაა.
ხშირად შენც გეშლება რაღაც და საპასუხოდ შენი მისამართითაც ეშლებათ.
შენც დაგიბრალებია ვიღაცისთვის ის, რაშიც ის დამნაშავე არ ყოფილა და შენც დაგაბრალეს ის, რაც არ ჩაგიდენია.

მაგრამ ყოველთვის იყო, არის და იქნება ზღვარი – ადამიანური ზღვარი, რომელიც არ და ვერ უნდა გადალახო, სანამ ადამიანი ხარ, როგორც არ უნდა გჭირდებოდეს ეს!

დღეს მე ამ ზღვარს ვერ ვხედავ!
მე საზოგადოებაზე ვლაპარაკობ და არა ხელისუფლებაზე!
ყველა ხელისუფლებას საზოგადოება ირჩევს!

ძალიან სწრაფი ნაბიჯებით მივდივართ უკან – სიბნელისკენ!

პოლიტიკაში 27 წლის მანძილზე ყოფნისას მე არ მახსოვს დრო ამაზე უფრო შემზარავი, უზნეო, უპასუხისმგებლო!
ამ შემთხვევაში მე ჩემს თავზე ვლაპარაკობ, რომელზეც ამდენმა უბედურებამ გადაიარა და რამე თუ კიდევ გამაოგნებდა, აღარ მეგონა!

და ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემი ფბ–ში აქტიურობის და რამოდენიმეჯერ ტელევიზიით გამოჩენის გამო!

წარმომიდგენია, მე რომ პარტიის ფუნქციონირების და ტელევიზიებზე სისტემატური წვდომის საშუალება მქონდეს სხვებივით, მაშინ რას იზამდით, “რაინდებო” და “მანდილოსნებო”! ალბათ მომკლავდით!

მე ხელისუფლებაზე კი არა, თქვენზე ვლაპარაკობ, ქოცმადიდებლებო!
რას გიხდიან ამდენს?!!! თუ მოწოდებით ხართ ასეთები?!!
და თუ თქვენ ხართ უმრავლესობა, მე არ მინდა ასეთ უმრავლესობაში! სულ მარტო რომ დავრჩე, მაინც არ მინდა!

უკვე შეშინებული ვარ 🙂 ვეღარ შემაშინებთ!
მე მაინც იმას ვიტყვი, რასაც ვფიქრობ და ისე ვიცხოვრებ, როგორც მინდა!

მაგრამ ვაი, რომ რამდენიმე მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს!

პრობლემა ხელისუფლებებში კი არა, ამ საზოგადოებაშია!
საზოგადოება უნდა შეიცვალოს!
არა! კი არ შეიცვალოს, უნდა შეიქმნას!

ამას ჩემი თაობა ვერ შეძლებს!
ძალიან ცოტანი ვართ, ვისაც ეს გვესმის!
ჰოდა ვისაც გვესმის, ახალგაზრდობას უნდა მივხედოთ!
ტყავი გავიძროთ, საკუთარ თავზე მაღლა ავხტეთ და გზა გავუწმინდოთ ჩვენს შვილებს, რომლებიც არ არიან და არც იქნებიან მონები!!!

ეს დღეს ხართ “ლაღად”, ქოცმადიდებლებო!

ხვალინდელი დღე ჩვენი შვილებისაა!
ვისაც ეს გვესმის, ვაგრძელებთ!

სტატუსი: საქართველო უპირველეს ყოვლისა!,, წერს ირინა სარიშვილი ,,ფეისბუქის,, საკუთარ გვერდზე

banner
წინა სტატიაშიირაკლი სესიაშვილი ნუგზარ წიკლაურის განცხადებას უპასუხისმგებლოს უწოდებს
შემდეგი სტატიაეკა ბესელია ნუგზარ წიკლაურს “უპასუხისმგებლო და ფარისევლური განცხადებების” გაკეთებაში ადანაშაულებს