ექსკლუზივი–რატომ დუმს ქართული მედია-სივრცე – 32 დაკავებული ქართველიდან ესპანელებმა 25 გაათავისუფლეს!

ექსკლუზივი

 

საოცარია, მაგრამ „შინ“ და „გარეთ“ ქართული კრიმინალური დაჯგუფების აღზევების შესახებ 2012 წლის შემდეგ დაიწყო ინფიორმაციების მასიურად გაშვება. ყოფილი ხელისუფლების ფავორიტები და „ასკოლკები“ ამტკიცებენ რომ კრიმინალმა მოიმატა, ხელისუფლება საპირისპირო „ჩვენებას იძლევა“, საინფორმაციო ველმა 2012 წლის ოქტომბრიდან შეცვალა პრიორიტეტი და დღეს გამოცემები მომხდარი კრიმინალური ფაქტით ხსნიან საეთერო დროს თუ გაზეთის პირველ გვერდს. პირველ რიგში ითქმება დანაშაულის შესახებ, მომხდარი ფაქტის სიმძიმის მიუხედავად და გაგრძელება ხდება შერჩევით და რეალურად მოსახლეობა სრულყოფილ ინფორმაციას ვერ ღებულობს!

სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა საქართველოს ფარგლებს გარეთ ისეთი ინფორმაციები ვრცელდება თითოქოს საქართველო მაფიის ბუდე იყოს.

განსჯისთვის:

ექსკლუზივი

 

ესპანეთში ქართველების ყაჩაღური დაჯგუფების 38 წევრი დააკავეს (13.06.2015):

ყაჩაღური თავდასხმებისთვის ესპანეთში საქართველოს 38 მოქალაქე დააკავეს, სპეცოპერაცია სამ ქალაქში ჩატარდა და მათ ბრალი ათეულობით დანაშაულში ედებათ. ესპანელი სამართალდამცავების ინფორმაციით 38-ვე დაკავებული ერთი დაჯგუფების წევრია, რომლებიც მადრიდში, ვალენსიასა და კასტელონში მცირე ჯგუფებად მოქმედებდნენ. სპეცოპერაცია სახელწოდებით ,, vuelco“ (გარდამტეხი) სამივე ქალაქში ერთდროულად ჩატარდა. გამოძიების ინფორმაციით, მათ 32 ცნობილი დანაშაული აქვთ ჩადენილი – 16 ყაჩაღობა ვალენსიაში, 15 კი მადრიდში დაფიქსირდა. ბოლო ყაჩაღური თავდასხმა აღნუშნულმა ჯგუფმა ალიკანტეში, ერთ-ერთ ოფისში განახორციელა. სწორედ ამ დანაშაულის შემდეგ გავიდა მათ კვალზე პოლიცია. europapress.es-ის ინფომრაციით, დაკავებულთაგან თითოეულს თავისი ვალდებულება ჰქონდა. იყვნენ ლიდერები, რომლებიც უშუალოდ ძარცვაში არ მონაწილეობდნენ. გამოცემის ინფორმაციით, მოპარული ნივთების უმრავლესობა საქართველოში იგზავნებოდა. ადგილობრივი პოლიცია ვარაუდობს, რომ დამნაშავე ქართველებს მუდმივი კონტაქტი ჰქონდათ ევროპის სხვა ქვეყანაშ მყოფ ქართველებთან. სპეცოპერაციის კადები ესპანეთის პოლიციამ თავად გადაიღო, ისინი დაჯგუფების წევრების დასაკავებლად მათ სახლებში გამთენიისას შევიდნენ. ერთ-ერთი მათგანი მადრიდის აეროპორტში მაშინ დააკავეს, როცა ის საზღვრის დატოვებას ცდილობდა. ესპანური პოლიციის ცნობით, მათ დანაშაულებრივ ჯგუფში რამდენიმე თვის წინ საკუთარი აგენტი ჩანერგეს. ესპანეთში ქართველების დაკავების შესახებ ეცნობა ქართულ დიპლომატიურ უწყებასაც. ესპანეთში საქართველოს ელჩი ზურაბ პოლოლიკაშვილი ,,კურიერთან” სატელეფონო საუბარში ადასტურებს, რომ ინფორმაცია ქართველების დანაშაულებრივი ჯგუფის დაკავების შესახებ მიიღეს, თუმცა დეტალები მათთვის უცნობია. ესპანური გამოცემის ცნობით, შესაძლოა ესპანეთში დაკავებულ დაჯგუფებას კავშირი ჰქონდეს გუშინ გერმანიაში დაკავებულ ქართველებთან.

 

თაღლითი ქართველები იტალიაში (1.06.2015): „ქართველების თაღლითური სქემა და თაღლითთა ვინაობა მალე სოციალურ ქსელში გამოქვეყნდება. ამის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში უკვე გავრცელდა. „ერთი ქალბატონი ისე ცუდად გახდა რომ სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა, ნერვიულობისგან საშინელება დაემართა“- ვკითხულობთ განცხადებაში. SOS! იტალიის რომის ემიგრანტები დაახლოებით 100 ქალი ემიგრანტი მალე სპეციალურ განცხადებას გააკეთებენ და გამოაქვეყნებენ შოთო სიხარულიძის გვერდზე ინფორმაციას თაღლითი ქართველების შესახებ, რომლებმაც უამრავი ქართველი ემიგრანტი გაამწარა და თაღლითურად მოტყუებით ათი ათასობით ევრო მოპარა გაჭირვებულ ქართველებს.
ერთი ქალბატონი ისე ცუდად გახდა რომ სასწრაფო ოპერაცია დაჭირდა ნერვიულობისგან საშინელება დაემართა… ზუსტ სქემას თუ რა მოხდა სინამდვილეში და იმ ქართველების სახელებს და გვარებს შემოგთავაზებთ ოდნავ მოგვიანებით, იმედი გვაქვს მეტს ვეღარავის მოატყუებენ და ვეღარ გაამწარებენ ხალხს ამ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ!!! იტალიის კერძოდ კი რომის ემიგრანტები.

ექსკლუზივი

 

 

ესპანეთში ქართველიკანონიერი ქურდიდა 32-კაციანი დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავეს (3.07.2015):ესპანეთის პოლიციამ სპეცოპერაციის შედეგად 32ადამიანი დააკავა, რომლებიც ე.წ. „ქართული მაფიის“ წევრები არიან. ინფორმაციას გამოცემა ABC-ის ესპანური რედაქცია ავრცელებს. გამოცემის თანახმად, დანაშაულებრივი ორგანიზაცია, ძირითადად, მადრიდის და ვალენსიის ტერიტორიაზე მოქმედებდა. თუმცა ორგანიზაციის საქმიანობა ესპანეთის მთელს ტერიტორიაზე ხორციელდებოდა და მათ ძირითად „მიმართულებას“ ბინების გაქურდვა წარმოადგენდა. სპეცოპერაცია რამდენიმე თვის განმავლობაში მზადდებოდა. ერთ-ერთი დაკავებული ქართველი “კანონიერი ქურდი” ზვიად დარსაძეა, რომელიც ორგანიზაციის ხელლმძღვანელად სახელდება. სამართალდამცავებმა სპეცოპერაციის შედეგად 100 ათასი ევრო, საიუველირო ნაკეთობები და ბინების გაქურდისთვის აუცლებელი მოწყობილობები ამოიღეს. გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულებრივ ჯგუფს შესაძლოა კავშირი ჰქონდეს ისეთ დაჯგუფებებთან, რომლებიც კონტრაბანდით, ნარკობიზნესით, ფულის გათეთრებით, საგადასახადო თაღლითობით. იარაღის ვაჭრობით და საბუთების გაყალბებით არიან დაკავებულები.

 

ეს არის და ეს, ამ ამბების გაგრძელება არავინ იცის, არც ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულა დაპირებული ინფორმაცია და არც იმ ორი ინფორმაციის გაგრძელება-დასასრული ვიცით რაც ზემოთ წაიკითხეთ.  „თაიმერმა“ მოიპოვა აქ მოყვანილი მაგალითებიდან მესამე ინფორმაციის გაგრძელება. სპეცოპერაციიდან, რა დროსაც 32 ქართველი იქნა დაკავებული,  მესამე დღეს ესპანურ პრესაში გამოქვეყნდა შემდეგი სახის ინფორმაცია: „მადრიდი, 6 ივლისი, გამოცემა „20 წუთი“:

ექსკლუზივი

„საგამოძიებო სასამართლოს N 27-ის მოსამართლემ დაადგინა, რომ დაკავებული 32 ეჭვმიტანილიდან 15 დაკავებულს შეეფარდა წინასწარი პატიმრობა გირაოს გარეშე,  კომუნიკაციის უფლებით. მათი შესაძლო კავშირების გამო ქართველი მოქალაქეების დაჯგუფებასთან, რომლებიც  სპეციალიზებული იყვნენ ბინების გაქურდვაში. როგორც მადრიდის უმაღლესი სასამართლოს საბჭო იუწყება, ამ 15 პირს ბრალად ედებათ ორგანიზებული დანაშაულის წევრობა, ფულის გათეთრება, საცხოვრებელ ბინების ქურდობა ძალის გამოყენებით, კონტრაბანდა, უკანონოდ მოპოვებული ნივთების გაყიდვა და სახელმწიფო/სამეწარმეო დოკუმენტების ფალსიფიკაცია. სხვა ექვსი დაკავებული, რომლებიც გუშინ წარადგინა პოლიციამ მოსამართლის წინაშე, დარჩნენ დროებით თავისუფალნი, თუმცა მათ მიმართ ჯერჯერობით ძალაშია სხვადასხვა ბრალდება. ისინი სასამართლოში ყოველ 30-ე დღეს უნდა გამოცხადდნენ, მათ ჩამოერთვათ პასპორტები,  ქვეყნის ტერიტორიის დატოვების აკრძალვით. სხვა 10 პირი, ასევე დაკავებულნი ოპერაცია “აიკონ” ეგიდით, განთავისუფლებულნი იქნენ ყოველგვარი ბრალდების გარეშე“.

ანუ, 32 დაკავებულიდან, რომლებიც ქართულმა პრესამ უაპელაციოდ გამოაცხადა ბანდის წევრებად, 10 იმავე დღეს იქნა გათავისუფლებული, 15-ს კი ბრალი ვერ დაუმტკიცეს და საგამოძიებიო მოქმედებები მათ მიმართ გრძელდება, ეგებ დავუმტკიცოთო, ამ მიზეზით. ამ ფონზე ისმის კითხვა: თუ 32 ქართველის დაკავების შესახებ გაიგო ქართულმა პრესამ იმავე დღეს რა დღესაც ესპანეთში ჩატარდა სპეცოპერაცია, დავიჯეროთ 32-დან 25-ის გათავისუფლების შესახებ არაფერი იციან? ან რა წესია საკუთარი მოქალაქის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევა, მაშინ როცა ეჭვმიტანილ უცხოელს, აქ, საქართველოში, ხმალამორებული იცავ და ეჭვქვეშ აყენებ საკუთარი პოლიციის თუ პროკურატურის კომპეტენციას, ამით კი სალაპარაკო თემას ლანგრით მიართმევ უცხოურ პრესას?

banner
წინა სტატიაშინუგზარ წიკლაური ხელისუფლებისგან რუსეთში დაპატიმრებული პირებისთვის დახმარებას მოითხოვს
შემდეგი სტატიაირაკლი სესიაშვილი ნუგზარ წიკლაურის განცხადებას უპასუხისმგებლოს უწოდებს