ირაკლი ლექვინაძე: საკადრო ცვლილებები მუდმივი პროცესია

“საკადრო ცვლილებები მუდმივი პროცესია,”-ეს განცხადება თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ, გააკეთა.

გავრცელებულ ინფორმაციაზე მერის მოადგილისა და ეკოლოგიის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობიდან შესაძლო გადაყენებაზე ირაკლი ლექვინაძე ღიად არ საუბრობს. ლექვინაძემ აღნიშნა, რომ 2-ვე მივლინებაში იმყოფება.

“საკადრო ცვლილებები მუდმივი პროცესია, რომელიც შეიძლება ამოცანებისა და გამოწვევების შესაბამისად შეიძლება იყოს,”-განაცხადა ლექვინაძემ.

ირაკლი ლექვინაძემ დავით ნარმანიას საკრებულოში დაბარებასთან დაკავშირებით დეპუტატების მოთხოვნაზე გააკეთა განცხადება. მისი თქმით, თბილისის მერი თვითონ გადაწყვეტს როდის საკრებულოში უნდა მივიდეს.

banner
წინა სტატიაშიიარაღის რეგისტრაციის წესები მკაცრდება
შემდეგი სტატია“კინგ-კონგის” რეჟისორი გარდაიცვალა