ირაკლი ალასანია: პოლიციელი თუ თვითონ არ არის დაცული, ის ვერ დაიცავს სხვას

პოლიციელი თვითონ თუ არ არის დაცული, ბუნებრივია, ის სხვას ვერ დაიცავს, – ამის შესახებ თბილისის ორგანიზაციის გახსნაზე “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა.
მისი თქმით, მისაღებია შს სამინისტროს ბოლო პერიოდში გამოთქმული პათოსი, რომ პოლიციელებს გვერდში უნდა დავუდგეთ.
“სწორედ დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი არის საზოგადოებრივი უსაფრთხოება, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ფონზე. ამიტომ ჩვენი და დედაქალაქის ერთ-ერთი ამოცანა უნდა იყოს, რომ შს სამინისტროს, პოლიციურ სტრუქტურებს მეტი რესურსები, მეტი მხარდაჭერა და მეტი მომზადება ჰქონდეთ იმ შემთხვევებისთვის, თუ პირისპირ დადგებიან ასეთ გამოცდილ კრიმინალებთან. ამას ყოველდღიური მხარდაჭერა ჭირდება, როგორც მორალური, ასევე მატერიალური. ბუნებრივია, სამინისტროს ის პათოსი, რომელიც ბოლო პერიოდში გაჟღერდა, რომ პოლიციელებს გვერდში უნდა დავუდგეთ, სწორია და აუცილებელია. პოლიციელი თუ თვითონ არ არის დაცული, ბუნებრივია, ის ვერ დაიცავს სხვას”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა მოკლული პოლიციელის ოჯახს და ყველა პოლიციელს მომხდარი ტრაგედია კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელების უფლებამოსილების გაზრდას მოითხოვს
შემდეგი სტატიააკაკი მინაშვილი: ხელისუფლების ნებაა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, რომ წინა პლანზე წამოიწიოს კრიმინალი