შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელების უფლებამოსილების გაზრდას მოითხოვს

პოლიციელთათვის უფლებამოსილების გაზრდას ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობა. კანონმდებლები შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივას მიესალმებიან.

„ზოგ შემთხვევაში, ზედმეტი უფლებები ძალიან საშიშია, ზოგ შემთხვევაში ალბათ პირიქით – საჭიროა, რადგან, პოლიციელიც და საზოგადოებაც მეტად დაცულები იყვნენ კრიმინალისგან,“ – აცხადებს დავით საგანელიძე.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ საჭიროა ზრუნვა უსაფრთხოების მეტად უზრუნველყოფაზე, რასაც საზოგადოებაც ადეკვატურად უნდა მოეკიდოს.

„ამას არ ვაკეთებთ იმისათვის, რომ იზორია უფრო ძლიერი იყოს, არამედ იმისათვის, რომ პოლიციელმა უკეთ დაიცვას მოქალაქე და უკეთ უზრუნველყოს ქვეყნის უსაფრთხოება,“ – აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.

კრიმინალთან უკეთ ბრძოლისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელების უფლებამოსილების გაზრდას მოითხოვს. ამის შესახებ განაცხადა მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ. მისი თქმით, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება უახლოეს ხანებში მოხდება და პროექტი პარლამენტში გადაიგზავნება. თემაზე საუბრისას მინისტრის მოადგილეს არ დაუკონკრეტებია თუ რა ცვლილებებზეა საუბარი.

banner
წინა სტატიაშიხმაური და დაპირსპირება სენაკის სასამართლოში
შემდეგი სტატიაირაკლი ალასანია: პოლიციელი თუ თვითონ არ არის დაცული, ის ვერ დაიცავს სხვას