აკაკი მინაშვილი: ხელისუფლების ნებაა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, რომ წინა პლანზე წამოიწიოს კრიმინალი

ქართული ოცნების 3 წლის თავზე ქართული ოცნება სწორედ იმ ბნელ წარსულს უბრუნდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივას პოლიციელებისთვის უფლება–მოსილების გაზრდის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ–ერთი ლიდერი აკაკი მინაშვილი ეხმაურება და აცხადებს, რომ კანონში ცვლილებების შეტანა არავითარ შედეგს არ მოიტანს.

“ცხადია რომ კანონში ცვლილებები არავითარ შედეგს არ მოიტანს იმიტომ რომ საქართველოს ხელისუფლების ნებაა ივანიშვილის ხელმძღვანელობით რომ წინა პლანზე წამოიწიოს კრიმინალი და ორგანიზებული დანაშაული რომ მათ ქონდეთ გარკვეული პრივილეგიები და პოლიცია იყოს უკანა ხაზზე გადმოწეული. ჩვენ ბევრი ფაქტი გვაქვს ამისა მაგალითად როცა ვიცე პრემიერი კახი კალაძე წითელი ხალიჩებით აცილებს კანონიერ ქურდებს, მაშინ როდესაც ქალბატონი ბესელია, ბატონი გედი ფოფხაძე მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებულებს ამინისტიით უშვებს გარეთ,მაშინ როდესაც ხდება ძალადობრივი მოქმედებები პოლიციის მიმართ სხვადასხვა დაქირავებული ჯგუფების მიმართ და ამის გამო ეს ჯგუფები პასუხს არ აგებენ ბუნებრივია გაცხადებულია რომ დღეს საქართველოში წამყვანი როლი სწორედ დანაშაულებრივი ჯგუფების წარმომადგენლებს გააჩნია. ამიტომ კანონში ცვლილებები გარკვეული მცდელობაა რომ თვალი აუხილოს საზოგადოებას და კიდევ ერთხელ მოატყუონ საქათველოს მოქალაქეები”,– აცხადებს აკაკი მინაშვილი.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ალასანია: პოლიციელი თუ თვითონ არ არის დაცული, ის ვერ დაიცავს სხვას
შემდეგი სტატიავიქტორ დოლიძე: ვერ ვხედავ სამოქმედო გეგმას, რომ ვინმე აპირებს ამ საკითხების მოგვარებას