ირაკლი ალასანია : ეს ძალიან მწარედ, ცუდად მოუბრუნდება ივანიშვილს

“პირდაპირი იერიშია დაწყებული მედიაზე,”- ასე ეხმაურება თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია ქვეყანაში არსებულ მედია გარემოს. ალასანია, ფიქრობს, რომ ხელისუფლება ცდილობს გააჩუმოს რუსთავი 2 და მიმდინარე პროცესებს 2007 წელთან აიგივებს.

“პირდაპირი იერთიშია დაწყებული მედიაზე, მედიის მრავალფეროვნებაზე წინასაარჩევო პერიოდზე. რუსთავი 2-ის მაგალითია თვალსაჩინო. უნდათ შეზღუდონ ის სივრცე, სადაც თავისუფლად მოხდება საკითხების, პრობლემების განხილვა და დებატირება. ინფორმირებულ გადაწყვეტილებას მიიღებს საზოგადოება. ისე როგორც ეს მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა. როდესაც ის შევარდა იმედის ტელევიზიაში. ასე რომ ეს ძალიან მწარედ, ცუდად მოუბრუნდება ივანიშვილს,”- განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

banner
წინა სტატიაშიფოთის გაზგასამართ სადგურზე სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიჭრა
შემდეგი სტატიადავით თევზაძის პარტია არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას- დამფუძნებელი ყრილობა ამ წუთებში მიმდინარეობს