ფოთის გაზგასამართ სადგურზე სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიჭრა

policia

გვიან ღამით სროლა იყო ფოთში. გაზგასამართ სადგურ ავტოგაზში 2 შეიარაღებული პირი შეიჭრა და თანხა მოითხოვა.

თავდამსხმელებმა ავტოგაზში ცეცხლიც გახსნეს, რა დროსაც იქ მომუშავე პერსონალის ერთი წევრი დაიჭრა. მას ტყია კისერში მოხვდა.

დაშავებული სასწრაფო დახმარების სამსახურის თანამშრომლებმა ქუთაისში გადაიყვანეს მისი მდგომარეობა სტაბილურია.

გაზგასამართ სადგურზე ამბობენ რომ, ორივე თავდამსხმელი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით იყო შეიარაღებული.

თავდამსხმელებმა დაახლოებით 100 ლარამდე თანხა წაიღეს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

banner
წინა სტატიაშიანაკლიის პორტის პროექტით ჩინეთის უმსხვილესი სახელმწიფო კომპანია POWERCHINA დაინტერესდა
შემდეგი სტატიაირაკლი ალასანია : ეს ძალიან მწარედ, ცუდად მოუბრუნდება ივანიშვილს