დავით თევზაძის პარტია არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას- დამფუძნებელი ყრილობა ამ წუთებში მიმდინარეობს

საზოგადოებრივი მოძრაობა “საქართველო მშვიდობისათვის”, რომელიც პოლიტიკურ გაერთიანებად გარდაიქმნა არჩევნებისთვის ემზადება. პარტიის დამფუძნებელი ყრილობა ამ წუთებში რუსთაველის თეატრში მიმდინარეობს.

გაერთიანების ხელმძღვანელი დავით თევზაძეა. მისი თქმით, ახლადდაფუძნებული პარტია 2016 წლის არჩევნებში აპირებს მონაწილეობას.

თევზაძის განმარტებით, გაერთიანება მთავარ მიზანად საზოგადოების სამოქალაქო აქტიურობის გაზრდასა და ამომრჩევლის პოლიტიკური ნების ჩამოყალიბებას ასახელებს.

“ვაკვირდებოდი 2012 წლის მერე რა მოუტანა იმ არჩევნებმა საზოგადოებას. კი რაღაცეები არის მაგრამ ის, რომ ძირეულად დაეტყოს სახელმწიფოს, ამაში ცაიტნოტში ვართ. არც მე და არც ბევრ მოქალაქეს ეს არ აწყობს,”- განაცხადა დავით თევზაძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ალასანია : ეს ძალიან მწარედ, ცუდად მოუბრუნდება ივანიშვილს
შემდეგი სტატიაჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხში იზორიების ოჯახი დააყაჩაღეს