ირაკლი ალასანია: გიორგი ანწუხელიძე ჩვენი სულის უტეხობის სიმბოლოა

ბიძინას მაფიოზობა საქართველოში არ გამოუვა

გიორგი ანწუხელიძე არის სიმბოლო ჩვენი სულის უტეხობის, – ამის შესახებ “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის საფლავთან განუცხადა.
“მან ისეთ ვითარებაში გამოავლინა გმირობა, მტრებით გარშემორტყმულმა, რომ ყველაფერი, რაც კი ქართველ კაცს ეამაყება, რაც მის სულში, საბრძოლო გამოცდილებასა და სულის უტეხობაში იყო, სწორედ იმ დღეს გამოვლინდა. ჩემი აზრით, ის გარკვეულწილად საქართველოს სიმბოლოც არის. ამიტომ უნდა გვახსოვდეს ყველა გმირი”, – განაცხადა ალასანიამ.
თავდაცვის ყოფილი მინისტრის თქმით, სხვა გმირებთან ერთად, გიორგი ანწუხელიძის სახელი თაობებს უნდა გადავცეთ.
“მისი ქმედება, ნაბიჯი, საქართველოსთვის, ყველა ქართველისთვის არის სამაგალითო, ასეთი გმირი გვყავს ძალიან ბევრი, სხვადასხვა ომებში საბრძოლო გამოცდილების მატარებელი. აქედან გამომდინარე, ძალიან სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც ჩვენ სერჟანტთა სკოლას მისი სახელი ვუწოდეთ და ახლა სერჟანტები, რომლებიც ამთავრებენ ამ სკოლას, სიამაყით ატარებენ სერჟანტის სახელს, რადგან სკოლა არის გიორგი ანწუხელიძის სახელობის”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
2008 წლის ეროვნული გმირი, გიორგი ანწუზელიძე დღეს 31 წლის გახდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ირაკლი ალასანიასთან ერთად მისი თანაგუნდელი ვიქტორ დოლიძეც იმყოფებოდა.
გიორგი ანწუხელიძე დაიბადა 1984 წლის 18 აგვისტოს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში. 1999 წელს დაამთავრა ქვემო ალვანის საშუალო სკოლა. 2003-2004 წლებში გაიარა სამხედრო სავალდებულო სამსახური შინაგანი ჯარების პირველ ოპერატიულ ბრიგადაში. 2004 წელს მონაწილეობდა ცხინვალის რეგიონში მიმდინარე შეიარაღებულ კონფილქტში. 2005 წლის 23 აპრილიდან, 2006 წლის პირველ აგვისტომდე მსახურობდა II ქვეითი ბრიგადის, 21-ე ბატალიონში. 2005 წლის 10 სექტემბრიდან 2006 წლის 26 აპრილამდე იმყოფებოდა სამშვიდობო მისიის შესასრულებლად ერაყის რესპუბლიკაში. ერაყიდან დაბრუნებულს, ჯანრმთელობის გაუარესების გამო, სამხედრო სამსახურისთვის თავის დანებება მოუხდა. 2008 წლის 17 აპრილიდან შეიარაღებულ ძალებს დაუბრუნდა და IV ქვეითი ბრიგადის, 41-ე ბატალიონის შემადგენლობაში ჩაირიცხა.
გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ, ტყვედ ჩავარდა, წამებისა და დაკითხვის შემდეგ კი, ცხინვალის მე-5 სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე წამებით მოკლეს. 2008 წლის ნოემბრამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ცხინვალიდან ათი ქართველის ცხედარი გადმოასვენეს, გენეტიკური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ერთ-ერთი მათგანი გიორგი ანწუხელიძე იყო. დაკრძალულია თბილისში, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე. 2009 წლის იანვარში ინტერნეტით გავრცელდა ვიდეოები, სადაც მისი წამების კადრები იყო ასახული.

banner
წინა სტატიაშივლადიმერ პუტინი: უკრაინა მომავლის შენებას რუსეთთან ერთად დაიწყებს
შემდეგი სტატიაირაკლი ალასანია: მთავარია, მიზანმიმართულად განვავითაროთ თავდაცვა და ეკონომიკურ ზრდას მივაღწიოთ, თუმცა ეს სიმპტომები ქვეყანაში არ არის