ვლადიმერ პუტინი: უკრაინა მომავლის შენებას რუსეთთან ერთად დაიწყებს

პუტინმა ლიტველებს რუსეთში გადასახლება შესთავაზა

ვლადიმერ პუტინი დარწმუნებულია, რომ უკრაინაში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ საგარეო მმართველობა დამყარდა.

ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ანექსირებულ ყირიმში ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართულ არაფორმალური შეხვედრის დროს ისაუბრა.

მისი თქმით, სამარცხვინო პრაქტიკა და უკრაინელი ხალხის დამცირებაა, როდესაც მთავრობასა და რეგიონებში მაღალი თანამდებობები უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აქვთ დაკავებული.

ვლადიმერ პუტინი ასევე დარწმუნებულია, რომ უკრაინაში სიტუაცია მალე გამოსწორდება და ის მომავლის შენებას რუსეთთან ერთად დაიწყებს, რადგან რუსეთის ლიდერს მიაჩნია, რომ უკრაინელი და რუსი ხალხი ერთი ერია.

banner
წინა სტატიაშიყანაში ჩამარხული გვამი იპოვეს – დაკავება სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობისთვის
შემდეგი სტატიაირაკლი ალასანია: გიორგი ანწუხელიძე ჩვენი სულის უტეხობის სიმბოლოა