იოჰანეს ჰანი – უახლოესი 10 წლის განმავლობაში ევროკავშირის გაფართოება არ იგეგმება

უახლოესი 10 წლის განმავლობაში ევროკავშირში ახალი წევრების მიღება არ მოხდება. ამის შესახებ ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა ბერლინში მესამე აღმოსავლეთის ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.
ევროკომისარმა დასძინა, რომ ამის მიუხედავად, აღნიშნულ პერიოდში მოლაპარაკებები გაგრძელდება, მაგრამ გაფართოება არ იგეგმება.
ჰანის განცხადებით, პრეტენდენტი ქვეყნები ასოციაციაში გასაწევრიანებლად თანამშრომლობისთვის, ასევე, ეკონომიკურად მზად უნდა იყვნენ.

banner
წინა სტატიაში“სააკაშვილის წითელი ცირკულარით ძებნასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ინტერპოლიდან პასუხი არ მიგვიღია,”-ირაკლი შოთაძე
შემდეგი სტატიადავით პატარაია – საქართველო აფასებს ბელორუსის თანადგომას ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის თვალსაზრისით