თურქეთი ნატოს უკრაინის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

თურქული მედიის ცნობით, თურქეთის ქალაქ ბელეკში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტზე მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას, თურქეთის პრემიერმა აჰმეთ დავუთოღლუმ ნატოს ქვეყნებს უკრაინის მხარდაჭერისკენ მოუწოდა…
,,აუცილებელია უკრაინას მხარი დავუჭიროთ, რათა მან საკუთარი ხალხის დაცვა შესძლოს… დახმარების ხელის გაწვდისას, არ უნდა დაგვავიწყდეს ხალხის გაჭირვება, განსაკუთრებით კი ყირიმელი ხალხის,, განაცხადა დავუთოღლუმ, რომელმაც აღნიშნა, რომ ,,ყირიმის უკანონო ანექსია, არც ერთ გარემოებაში არ შეიძლება ჩაითვალოს მისაღებად,,.
დავუთოღლუმ ასევე ისაუბრა ყირიმელ თათრებზე და განაცხადა, რომ მსოფლიომ არ უნდა დაუშვას მათი იზოლირება, რასაც რუსეთი ამჟამად ცდილობს.

banner
წინა სტატიაში“საქართველო რუმინეთს განსაკუთრებულ პარტნიორად და ნამდვილ მეგობარ სახელმწიფოდ განიხილავს”
შემდეგი სტატია„ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“