“საქართველო რუმინეთს განსაკუთრებულ პარტნიორად და ნამდვილ მეგობარ სახელმწიფოდ განიხილავს”

„პრობლემის დიპლომატიური გზით გადაჭრას არ აქვს ალტერნატივა“-ღარიბაშვილი უკრაინის კონფლიქტზე

“საქართველო რუმინეთს განსაკუთრებულ პარტნიორად და ნამდვილ მეგობარ სახელმწიფოდ განიხილავს”
ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუმინეთის დელეგაციას, რომელიც თბილისს EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ფარგლებში ეწვია.

რუმინეთის ფინანსთა მინისტრი, ეუგენ ორლანდო თეოდოროვიჩი და EBRD-ის ალტერნატიული საბჭოს დირექტორი რუმინეთში, თურქეთში, აზერბაიჯანსა და ყირგიზეთის რესპუბლიკაში, რუმინეთის სპეციალური წარმომადგენელი EBRD-ში, ანდრეი დრაგოსი ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში მიიღო.

შეხვედრის ძირითადი თემები ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრა და ბიზნესფორუმი, საქართველოს საინვესტიციო გარემო და საქართველო-რუმინეთის ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოება იყო.

მხარეებმა ტურიზმის, ენერგეტიკის და ტრანსპორტის სფეროში ურთიერთობის გაღრმავებისა და საინვესტიციო პროექტების განხორციელების პერსპექტივებიც განიხილეს.

banner
წინა სტატიაში“იმპორტის შემცირება ლარის კურსზე გავლენის თვალსაზრისით დადებითი ფაქტორია”
შემდეგი სტატიათურქეთი ნატოს უკრაინის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს