გუშინწინ 20 ივლის თურქეთის სურუჩის საიონში მომხდარი ტერაქტის დროს დაღუპულ 32 ადამიანს შორის, აფხაზი ეროვნების თურქეთის მოქალაქე ქალბატონი და მის ადიღეელი ვაჟიშვილიც აღმოჩნდნენ…
,,თაიმერის,, ინფორმაციით, დედა ფერდან ქილიჩი და მისი ვაჟი ნართან ქილიჩი, თურქეთის საპარლამენტო ოპოზიციური ხალხთა დემოკრატიული პარტიის (HDP) წევრები იყვნენ და ისინი იმ ჰუმანიტარულ მისიაში აპირებდნენ მონაწილეობას, რომელსაც არასაპარლამენტო სოციალისტური პარტია აწყობდა სირიის დანგრეულ ქალაქ კობანიში, რომ არა მათ წინააღმდეგ განხორციელებული ტერაქტი.
დედა-შვილი ჰარდან და ნართან ქილიჩები ქალაქ ბურსას მკვიდრები იყვნენ, ამიტომ მათი ცხედრები ექსპერტიზის შემდეგ, დღეს ბურსაში გადმოასვენეს, სადაც ისინი სახლში მისვენებამდე პარტიული ოფისის წინ დაასვენეს…
დედა-შვილი ქილიჩების კუბოებს, რომელსაც თურქულ დროშებთან აფხაზური და ადიღეური დროშები ჰქონდა გადაფარებული, პარტიის ოფისიდან სახლამდე და სახლიდან სასაფლაომდე ათასობით ადამიანი აცილებდა… ისინი დღესვე ბურსაში დაასაფლავეს.
www.timer.ge