მანანა კობახიძე: შემრცხვა ჩემი კოლეგის გამო

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, ირინა იმერლიშვილის შეფასებით, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე მისი თანაგუნდელის სოსო ჯაჭვლიანის დღევანდელი გამოსვლის გამო ბოდიშს იხდის და წუხს, რომ, როგორც სხდომის წამყვანმა, მისი შეჩერება ვერ შეძლო.
შესაბამის განცხადებას კობახიძე სოციალურ ქსელ Facebook-ში, თავის გვერდზე აქვეყნებს.
“ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა თანაგუნდელობა, თანაპარტიელობა არ მზღუდავს, პირიქით, მავალდებულებს კიდეც… მე ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, ამომრჩევლებს, ჩვენს მომხრეებს თუ მოწინააღმდეგეებს, განსაკუთრებით, ყველა ქალს, ვინც დარბაზში იჯდა ან ეთერში გვისმენდა, შეიძლება არც გვისმენდა, განურჩევლად მათი სტატუსისა, ასაკისა, მდგომარეობისა, იმ უხამსი შინაარსის გამონათქვამებისთვის, რაც ბატონი სოსო ჯაჭვლიანის განცხადებაში იყო და ჩემი აზრით, ყოველგვარი იუმორის, ხუმრობის ფარგლებს სცდება (თუკი ამ შემთხვევაში იუმორით ვინმე შეეცდება მის გამართლებას). ვწუხვარ, რომ მე, როგორც სხდომის წამყვანმა, ვერ შევძელი მისი შეჩერება. ჩვენ ზოგჯერ გვავიწყდება, რომ ბევრად მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს, ვიდრე იმ ადამიანებს, ვისაც საპარლამენტო ტრიბუნიდან ვეპასუხებით. დღეს მე პირადად შემრცხვა ჩემი კოლეგის გამო და არ მრცხვენია ამის აღიარების”, – წერს კობახიძე.
განცხადება, რომლის გამოც მანანა კობახიძე ბოდიშს იხდის, სოსო ჯაჭვლიანმა დღეს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გააკეთა.
“მოგახსენებთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გვენატრება რუსეთი. კაკო ბობოხიძემ ბრძანა, რომ ჩვენ 37-მანეთიანი ბილეთები და 10-მანეთიანი ბოზები გვენატრება. ბატონო კაკო, ის 37-მანეთი მაშინ ახლა ჩემთვის 5 ათასს ევროიანია – ვანგარიშობ მსყიდველობით. მე ბოზებში არასდროს არ დავდიოდი, არც მაშინ და არც ახლა. ჩემთვის შეურაცხმყოფელი იყო 10 მანეთის გადახდა. მე 10 მანეთის გარეშეც ვახერხებდი ამ საკითხებს. ისე ცნობისთვის, თუკი ვინმე ლამაზი ქალბატონი იყო საბჭოთა კინოში, ყველასთან ვარ ნამუშევარი 10 მანეთის გარეშე. ეტყობა თქვენ ასეთი საკითხები ძალიან გაწუხებთ. მაგალითად, ქალბატონი ეკა ხერხეულიძეს ჩემი ოჯახის დანგრევის მცდელობა ჰქონდა. მან ამ რამდენიმე თვის წინ ბრძანა, რომ პარლამენტის სესია იმიტომ ჩაიშალა, კვორუმი არ შედგა, სოსო ჯაჭვლიანი იბიარდზე იყოო. რატომ მაყენებთ შეურაცხყოფას, ქალბატონო ეკა? მე იბიარდზე ვერასოდეს ვერ ვიქნები – მე ერთგული მეუღლე ვარ. ეს თქვენი გუნდი დადიოდა ამ “იბიარზე” 10 წლის განმავლობაში. ეს “იბიარდობა” ეტყობა ქვეყანას. ამიტომ ნაიბიარდები ქვეყნის გამოყვანა სტაგნაციიდან ძალიან ძნელია. ჩვენ ვეცდებით საღი აზრების იმპლემენტირება გავაკეთოთ”, – განაცხადა ჯაჭვლიანმა სესიაზე.
გამოსვლისას სხდომის წამყვანმა, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ ჯაჭვლიანის გაჩერება რამდენჯერმა სცადა და შეახსენა, რომ პარლამენტში კორექტულად ესაუბრა.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი: ამას პირველად ვიტყვი!
შემდეგი სტატიათურქეთის ტერაქტში დაღუპულთა შორის აფხაზი დედა და ადიღეელი შვილიც აღმოჩნდნენ