თინა ხიდაშელი – ჯარში სუიციდის რაოდენობა ძალიან მაღალია

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, ჯარში სუიციდისა და თვითდაზიანებების რაოდენობა ძალიან მაღალია. როგორც ხიდაშელმა მეცნიერებათა აკადემიაში, მეცნიერებთან შეხვედრაზე განაცხადა, ეს არის ძალიან მტკივნეული თემა, რომელსაც სჭირდება მეცნიერული კვლევა.
“ჩემთვის მნიშვნელოვანია ბრძოლა ფსიქოლოგიურ ტრავმასთან, რომლის მსხვერპლიც შემდეგ ხდება ჯარისკაცი და რომელმაც შეიძლება თვითმკვლელობით დაასრულოს სიცოცხლე ამ ტრავმის გამო. ძალიან მაღალი გვაქვს სუიციდის რაოდენობა ჯარში. ასევე ძალიან მაღალია თვითდაზიანებების რაოდენობაც. ამას სჭირდება მეცნიერული კვლევა თუ რატომ ხდება ეს, რატომ მიდიან ადამიანები აქამდე, რომლებიც სინამდვილეში ყველაზე უფრო მეტად უნდა იყვნენ მიმართული ასეთი ქმედებების წინააღმდეგ”, – განაცხადა ხიდაშელმა.

banner
წინა სტატიაშილიკა კიკანის განცხადების დამტკიცების შემთხვევაში პოლიციელებს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
შემდეგი სტატიაუახლოეს მომავალში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ტარიფი გადაიხედება