თემო მურვანიძის საგანგებო მიმართვა ჟურნალისტებს

თემო მურვანიძის საგანგებო მიმართვა ჟურნალისტებს

თემო მურვანიძის საგანგებო მიმართვა ჟურნალისტებსპოლიტიკოსი თემო მურვანიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ჟურნალისტებს მიმართავს და მოუწოდებს, რომ არ ინერვიულონ.
„თუ თქვენთვის, მართლაც, სიტყვისა და თქვენი პროფესიის თავისუფლებაა მთავარი, ნუ ინერვიულებთ: ქართული სახელმწიფო არ დაუშვებს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას. კარგად ხედავთ, რომ პოლიტიკური რევანშისა და საკუთარი „თბილი“ ადგილების, თანამდებობების შენარჩუნებისთვის ცდილობენ თქვენს გამოყენებას ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში, მთელ ქვეყანას ტყუილში აცხოვრებდნენ,“ – წერს „ფეისბუქში“ პოლიტიკოსი თემო მურვანიძე.
ამასთან, მურვანიძე აქცენტს უკრაინული მედიის მიერ გავრცელებულ მიხეილ სააკაშვილის, გიგა ბოკერიასა და ნკა გვარამიას საუბრის ჩანაწერზეც აკეთებს და რიტორკულად კითხულობს:
„რას ნიშნავს განცხადებები, რომ არ დავემორჩილებით სასამართლოს გადაწყვეტილებას? რას ნიშნავს, რომ აპირებენ ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სამართლადამცავ სტუქტურებს? რას ნიშნავს, როდესაც აბუჩად იგდებენ ქვეყნის სახელმწიფოებრიობას?
ეს ადამიანები აპირებენ ქვეყნის საწინააღმდეგო ნაბიჯების გადადგმას და არად აგდებენ სამოქალაო უსაფრთხოებას და ჩვენი თანამოქალაქეების სიმშვიდეს
ჩვენი საზოგადეოებისათვის ეს კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია, რომ ამ ადამიანებისათვის მთავარი მხოლოდ მათი საკუთარი კეთილდღეობაა და პირადი მიზნებისათვის მზად არიან, ქვეყანაში არეულობის წამოწყება სცადონ!
მათ ჰგონიათ, რომ ჩვენს სახელწიფოს არ შესწევს უნარი, მკაცრად ალაგმოს ნებისმიერი არეულობის მცდელობა,“ – წერს თემო მურვანიძე „ფეისბუქში“.

ამასთან, მურვანიძე ყურადღებას კიდევ ერთ საფრთხეზე ამახვილებს: „ამ დემაგოგიით ისინი მეტად გააღიზიანებენ საზოგადოებას და როგორც 2009 წლის აქციებზე ვთქვი, მგონი, ისე იქნება საქმე, რომ ეს უდღეურები უბრალო მოქალაქეებისაგან ჩვენი ძალოვნების დასაცავები გახდებიან.“

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილის პირველი კომენტარი
შემდეგი სტატიაანტიკორუფციული კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევა საზოგადოებრივ მაუწყებელში