ანტიკორუფციული კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევა საზოგადოებრივ მაუწყებელში

saertashoriso gamwvirvaloba„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აგრძელებს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკადრო პოლიტიკის შესწავლას. 2015 წლის 29 სექტემბერს გამოვაქვეყნეთ კვლევა, სადაც

სხვა საკითხებთან ერთად, საუბარი იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის გიორგი ბარათაშვილის მიერ ფინანსების დარგში მისი მოადგილის კახაბერ სონიშვილის დანიშვნაზეც.

ამ საკითხის დამატებითი შესწავლისას გამოიკვეთა საზოგადოებრივ მაუწყებელში ანტიკორუფციული კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევა ფინანსების დარგში გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე კახაბერ სონიშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით.

ამ თემაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთან“ ინტერვიუს დროს გიორგი ბარათაშვილმა განაცხადა, რომ ფინანსების დარგში მოადგილის კანდიდატურა თავად შეარჩია.

„კახა სონიშვილი მოვიყვანე ტელევიზიაში როგორც კი დამნიშნეს, მაშინვე. ეს ადამიანი მუშაობდა კონტროლის პალატაში [სახელმწიფო აუდიტის სამსახური] და მე მას არ ვიცნობდი. დავიწყეთ მოკვლევა და ბევრი კარგი რეკომენდაციის გამო არჩევანი კახა სონიშვილზე შევაჩერეთ,“ – განმარტა ბარათაშვილმა.

ჩვენ დავინტერესდით, თუ კონკრეტულად რა საკითხებზე მუშაობდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ამჟამად ფინანსების დარგში საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოადგილე კახაბერ სონიშვილი.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან მიღებული საჯარო ინფორმაციის თანახმად, 2010 წლის 6 მაისიდან 2012 წლის 20 სექტემბრამდე კახაბერ სონიშვილი ნამდვილად მუშაობდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტში ზედამხედველი აუდიტორის თანამდებობაზე. მათივე ცნობით, კახაბერ სონიშვილი მონაწილეობდა შავი ზღვის დაბინძურების წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების შესაბამისობის აუდიტსა და სსიპ – „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ჩატარებაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ შეფასებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან მიღებული ინფორმაცია ცხადყოფს კახაბერ სონიშვილის მხრიდან „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 65-ე მუხლის დარღვევას.

banner
წინა სტატიაშითემო მურვანიძის საგანგებო მიმართვა ჟურნალისტებს
შემდეგი სტატიამანანა კობახიძე:”დიახ, პირველკურსელი, ოროსანი იურისტი მიხვდება, რომ ეს დანაშაულის მომზადებაა, დაგეგმვაა, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის, კონსტიტუციური წყობის დამხობის”