თედო კობახიძე: ვერ დავავალებთ ვერავის, რომ ურმებითა და ველოსიპედებით იარონ

თბილისის საკრებულოს ოპოზიცია მერიისგან ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას მოითხოვს.

ოპოზიციის ნაწილი ითხოვს, რომ თანხები ავტომანქანების მომსახურების ხარჯების შემცირებითაც დაიზოგოს.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარის, ზაზა ვეკუას, განცხადებით, დედაქალაქის მერიას 267 ავტომანქანა ემსახურება, რაც ზედმეტ ხარჯებს მოითხოვს, საწვავისა თუ მძღოლების ხელფასების სახით.

ზაზა ვეკუას კი თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ თედო კობახიძემ ასე უპასუხა: “ვერ დავავალებთ ვერავის, რომ ურმებითა და ველოსიპედებით იარონ”.

დებატები ხარჯების შემცირების საკითხზე ბიუროს სხდომაზე გაიმართა.

banner
წინა სტატიაში“ბათუმში 2 საწარმოს მფლობელ ბიზნესმენს სავიზო რეგულაციების გამო ქვეყანის დატოვება უწევს”
შემდეგი სტატიარატომ დააკავეს სააკაშვილის ყოფილი მრჩეველი?