რატომ დააკავეს სააკაშვილის ყოფილი მრჩეველი?

უკრაინაში ქართველი მიგრანტები დააკავეს

ინციდენტი თბილისში. ვაკეში გვიან ღამით პირველი საათისთვის სამართალდამცავებმა 6 ეთნიკურად აზერბაიჯანელი პირი დააკავეს. ექვსივე მათგანი ორგანიზაცია მიშას გზის წევრები და დამფუძნებლები არიან. ამის შესახებ ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.

როგორც მათ გათავისუფლების შემდეგ რუსთავი2-თან განაცხადეს, დაკავებამდე მათ ბოლო დღეების განმავლობაში დაბურულ შუშებიანი ავტომობილი უთვალთვალებდა.

ორგანიზაცია მიშას გზის დამფუძნებელი, სამირა ისმაილოვა, ამბობს, რომ სამართალდამცავებმა ისინი გააჩერეს, წაართვეს საბუთები, ავტომობილიდან ამოიღეს ორგანიზაციის ბუკლეტები, დროშები და ტრანსფარანტები. ამის შემდეგ კი ავტომობილში მყოფი პირები დააკავეს და განყოფილებაში გადაიყვანეს.

დაკავების ოპერაციაში, როგორც ის ამბობს, 6 საპატრულო ეკიპაჟი მონაწილეობდა. დაკავებულებს შორის იყვნენ ასლამ მამედოვი, ელხან ნადიევი, აზარ ომაროვი, ამერლავ მამედოვი, მუსტაფა ვაგილი და ხელმძღვანელი, სამირა ისმაილოვა.

სამირა ისმაილოვას განცხადებით, მათ არ მისცეს საშუალება, დახმარებისთვის მიემართათ მეგობრებისთვის ან დაერეკათ. თუმცა, მან მოასწრო და მოკლე ტექსტური შეტყობინებით მის მეგობარს, რამინ ბაირამოვს, მიაწოდა ინფორმაცია და დახმარება ითხოვა.

დაკავებულები პოლიციის განყოფილებაში დილის 6 საათამდე იმყოფებოდნენ რის შემდეგაც ისინი გაათავისუფლეს.

დაკავების მიზეზი, როგორც ორგანიზაციის წევრებს განუმარტეს, ქუჩაში გაკეთებული წარწერები გახდა.

ორგანიზაცია მიშას გზის წევრები აცხადებენ, რომ სამართალდამცავებს ამ დრომდე მათთვის არ დაუბრუნებიათ მანქანიდან ამოღებული ნივთები. საუბარია ორგანიზაციის ბუკლეტებზე, ტრანსფარანტებსა და დროშებზე.

ორგანიზაცია მიშას გზის წევრები მათ დაკავებას პოლიტიკურ დევნად აფასებენ.

სამირა ისმაილოვა აცხადებს, რომ “საქართველოში განსხვავებულ აზრს დევნიან”.

ორგანიზაცია მიშას გზა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ხედვებს იზიარებს. ორგანიზაციის წევრებს მიაჩნიათ, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ქვეყანაში ვითარება დაიძაბა, ხოლო მდგომარეობა გაუარესდა.

ორგანიზაცია მიშას გზის წარმომადგენლები დღეს სახალხო დამცველს შეხვდებიან.

შსს-მ რუსთავი2-ს დაუდასტურა, რომ ეს პირები დაკავებული მართლაც იყვნენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით, რაც ფასადის და იერსახის დამახინჯებას გულისხმობს.

მათი ინფორმაციით, სასამართლო უახლოეს დღეებში გაიმართება.

სამირა ისმაილოვა 1 წლის განმავლობაში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, მრჩეველი იყო.

banner
წინა სტატიაშითედო კობახიძე: ვერ დავავალებთ ვერავის, რომ ურმებითა და ველოსიპედებით იარონ
შემდეგი სტატიადევნილმა ოჯახმა ფოთში ცენტრალური გზა გადაკეტა