თბილისში Domino’s Pizza–ს მეორე რესტორანი იხსნება

ამერიკული რესტორნების ბრენდი Domino’s Pizza თბილისში მეორე ობიექტს ხსნის. პირველი ობიექტი რამდენიმე თვის წინ საბურთალოზე გაიხსნა.

კომპანიაში აცხადებენ, რომ მომდევნო 4 წლის მანძილზე საქართველოში Domino’s Pizza -ს მინიმუმ 10 რესტორანი გაიხსნება.

“ჯეოპიცამ“ საქართველოში Domino’s Pizza -ს ქსელის განვითარება ვაკე-საბურთალოს რაიონში რესტორნის გახსნით დაიწყო.

2015 წლის 22 ივლისს Domino’s Pizzas-ს ოფიციალურ პრეზენტაციას და მეორე რესტორნის გახსნას დაესწრებიან რეგიონის კურატორი Domino’s Pizza-ს ვიცე პრეზიდენტი ბატონი ერიკ ანდერსონი Mr. Eric Anderson – Vice President for EMEA (Europe Middle East and Afrika). და ბატონი ასლან სარანგა Mr.Aslan Saranga – General Manager of Domino’s Turkey.

Domino’s Pizza 1960 წელს დაარსდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და დღეს პიცერიების უდიდეს ქსელს წარმოადგენს მსოფლიოში, რომელიც 11 900 ზე მეტ რესტორანს ფლობს 80 ქვეყანაში.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილმა შესაძლოა მოლდოვის პრემიერმინისტრის პოსტი დაიკავოს
შემდეგი სტატიამე უნდა მქონდეს ბერკეტი, რომ ვმართო და სად ხედავთ თქვენ ბერკეტს?