მე უნდა მქონდეს ბერკეტი, რომ ვმართო და სად ხედავთ თქვენ ბერკეტს?

ოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უარყოფს ოპოზიციის ბრალდებას, თითქოს, ის კულისებიდან მართავს მთავრობას.

„გურია News“-ის კითხვაზე, სმენია თუ არა მას ამ ხელისუფლების პირობებში პრივილეგირებულ ბიზნესმენებზე, ივანიშვილმა აღნიშნა, რომ როცა სმენია, რეაგირებაც მოუხდენია.

„თუ მსმენია, რეაქცია გამიკეთებია. თუ იყო რაღაც შეკითხვები, შეკითხვებში მეც ჩავრთულვარ. შავლიაშვილის თემა ჯერ-ჯერობით არ დასტურდება. გარკვეული კითხვები იყო ჯანყარაშვილზე და გააკეთა ღარიბაშვილმა დასკვნები“, – განაცხადა ივანიშვილმა „გურია News“-თან ინტერვიუში.

კითხვაზე, ირაკლი ღარიბაშვილმა დასკვნები გააკეთა თუ მან გააკეთებინა, ივანიშვილმა აღნიშნა, რომ მას არ აქვს ბერკეტი, ვინმეს რაიმე ძალით გააკეთებინოს.

„როგორ გააკეთებინებ, ვის გააკეთებინებ, საკუთარ შვილს ვერ ვაკეთებინებ. ცოტნე 10 წლისაა, ჩემი პატარა, ახლა იმას ვერ გააკეთებინებ ძალით ვერაფერს და სხვას როგორ გააკეთებინებ? მე არ მაქვს არავითარი ბერკეტი. განსაკუთრებით ოპოზიცია შფოთავს, რომ ივანიშვილი მართავს კულისებიდან და ღარიბაშვილი არის მარიონეტი, უკაცრავად და შეურაცხმყოფელ სიტყვებს ხმარობენ. ეს ასე არ არის და არც შეიძლება, რომ იყოს. მე უნდა მქონდეს ბერკეტი, რომ ვმართო და სად ხედავთ თქვენ ბერკეტს? რა ბერკეტი გამაჩნია მე, გარდა იმისა, რომ შეიძლება არჩევნებზე მხარი არ დავუჭირო და შეიძლება, საჯაროდ მის წინააღმდეგ წავიდე“, – აღნიშნა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშითბილისში Domino’s Pizza–ს მეორე რესტორანი იხსნება
შემდეგი სტატიასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი არ წარმოადგენს მთავრობის წევრს და პოლიტიკური თანამდებობის პირს