მიხეილ სააკაშვილმა შესაძლოა მოლდოვის პრემიერმინისტრის პოსტი დაიკავოს

მიხეილ სააკაშვილმა შესაძლოა მოლდოვის პრემიერმინისტრის პოსტი დაიკავოს – ამ ინფორმაციას მოლდოვის ქალაქ ბელეცის მერი რენატო უსატი ავრცელებს.

მან facebook-ის საკუთარ გვერდზე ვიდეომიმართვაც გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ ოდესის გუბერნატორი მზადაა უახლოეს მომავალში კიშინიოვს ესტუმროს დეტალებზე სასაუბროდ.

ბელეცის მერის თქმით, ამ საკითხზე შეთანხმებას მოლდოვის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ვლად ფილატმა და მიხეილ სააკაშვილმა ოდესაში გამართული შეხვედრის დროს მიღწიეს.

„მინდა აღვნიშნო და გესაუბროთ ჩვენი ქვეყნის მომავალი პრემიერმინისტრის კანდიდატურაზე. ეს საიდუმლო აღარ არის. ეს არის ადამიანი, რომელმაც წესრიგი უნდა დაამყაროს მოლდოვაში. მან უკვე განაცხადა თანხმობა და უახლოეს მომავალში კიშინიოვში ჩამოვა დეტალებზე სასაუბროდ. ასე რომ, მომავალი პრემიერმინისტრი იქნება მიხეილ სააკაშვილი,” – განაცხადა მოლდოვის ქალაქ ბელცის მერმა რენატო უსატიმ.

banner
წინა სტატიაში„შეუძლებელია მესამე წელი ეკონომიკურად გამართული იყოს, არაკორექტული ვიყავი, როცა ეს ვთქვი“
შემდეგი სტატიათბილისში Domino’s Pizza–ს მეორე რესტორანი იხსნება