თბილისი მსოფლიოს 53 ლამაზ ქალაქს შორის დასახელდა

„50-ზე მეტი ლამაზი ქალაქი, რომელსაც ერთხელ მაინც უნდა ეწვიო“ – ამ სათაურით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინტერნეტჟურნალი “Architecture And Design” ფოტორეპორტაჟს ამზადებს.

ამსტერდამის, ლონდონის, ნიუ-იორკის, სიდნეის, ბარსელონას და სხვა ქალაქებს შორის თბილისიც დასახელდა. მსოფლიოში ტურისტებისათვის მიმზიდველი ქალაქებს შორის საქართველოს დედაქალაქს 31-ე პოზიცია უკავია.

“Architecture And Design”-ს ვებგვერდს კვირის განმავლობაში 12 მილიონზე მეტი მკითხველი სტუმრობს. სოციალურ ქსელ Facebook-ში ჟურნალს 20 მილიონამდე მოწონება აქვს.

banner
წინა სტატიაში“ხელისუფლებას ჰქონდა დიდი დრო, რომ ამ საკითხზე კომუნიკაცია ჰქონოდა უკრაინელ კოლეგებთან”
შემდეგი სტატიასაპარლამენტო დელეგაცია ბრიუსელში ნატო-საქართველოს საპარლამენტთაშორისო საბჭოს შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს