საპარლამენტო დელეგაცია ბრიუსელში ნატო-საქართველოს საპარლამენტთაშორისო საბჭოს შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს

ბრიუსელში, დღეს, ნატო-საქართველოს საპარლამენტთაშორისო საბჭოს შეხვედრა გაიმართება. პარლამენტის ინფორმაციით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის ხელმძღვანელობით, ნატო-საქართველოს საპარლამენტთაშორისო საბჭოს შეხვედრაში მონაწილეობის გარდა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთანაც გამართავს შეხვედრებს.
საპარლამენტთაშორისო საბჭოს შეხვედრაზე საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს, როგორც ასპირანტი ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციის მუშაობის ეფექტურობის გაზრდის შესაძლებლობები და ურთიერთქმედების მექანიზმების ამუშავების ინსტრუმენტები განიხილება.
შეხვედრებზე, ასევე საუბარი შეეხება, ნატო-საქართველოს მრავალმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივებს და ნატოს წევრ ცალკეულ სახელმწიფოებთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების გზებს.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაში შემადგენლობაში თედო ჯაფარიძე, ირაკლი ჩიქოვანი და გიორგი ბარამიძე შედიან.

banner
წინა სტატიაშითბილისი მსოფლიოს 53 ლამაზ ქალაქს შორის დასახელდა
შემდეგი სტატიადიმიტრი ხუნდაძე – ხმის მიცემის დროს არ იქნება გათვალისწინებული არც მეგობრობა, არც გუნდურობა და არც სხვა გარემოება