თბილისის სატრანსპორტო კომპანია მუშაობის ინტენსიურ რეჟიმზე გადავიდა

metro

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, მუნიციპალურ ტრანსპორტში (მეტრო, ავტობუსი) მგზავრთა გაზრდილი ნაკადის მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, 14 სექტემბრიდან თბილისის სატრანსპორტო კომპანია მუშაობის ინტენსიურ რეჟიმზე გადავიდა.

კერძოდ, გაიზარდა თბილისის მეტროში მოძრავი შემადგენლობების რაოდენობა – პირველ ხაზზე დაემატა 6 ოთხვაგონიანი და საბურთალოს ხაზზე 2 სამვაგონიანი შემადგენლობა.

ასევე 75 ერთეულით გაიზარდა ქალაქში მოძრავი ავტობუსების რაოდენობა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოსათვის შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფის გადაცემის აქტს ხელი მოეწერა
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი: დაანებოს თავი ასეთი აჟიოტაჟის შექმნას და თითქოს რაღაცა ხდება