გია ვოლსკი: დაანებოს თავი ასეთი აჟიოტაჟის შექმნას და თითქოს რაღაცა ხდება

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ აჟიოტაჟის შექმნას თავი უნდა დაანებოს, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
“კრიტიკული დამოკიდებულება თუ გაქვს საკითხის მიმართ, ეს არ არის ზეწოლა. ზეწოლა ნიშნავს იმას, რომ რაღაც გადაწყვეტილების მიღებამდე იქონიო გავლენა საკითხზე. როგორც ვიცი, არავითარი გავლენა არავის არ ჰქონია მასზე. თუ საზოგადოების განწყობაზე საუბრობს, ამ საზოგადეობასთან მე და ჩემს კოლეგებს არავითარი კავშირი არ გვქონია. თუ არის საკითხი ისე, რომ სამართლადამცავები არიან ჩასარევი, მათ უნდა აღკვეთონ თუკი რამე უკანონო ხდება. მე ვთხოვ მას, დაანებოს თავი ასეთი აჟიოტაჟის შექმნას და თითქოს რაღაცა ხდება ისეთი, რაც კანონს და დემოკრატიულ პრინციპებს არ შეესაბამება”, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გორგი პაპუაშვილის განცხდებით, თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას სარჩელთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ ცალკეულ მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტები გახშირდა.

banner
წინა სტატიაშითბილისის სატრანსპორტო კომპანია მუშაობის ინტენსიურ რეჟიმზე გადავიდა
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილს კორპორაცია „მიცუბიში“ მადლობას უხდის