თბილისის მერია: მოსკოვში ოლიმპიურ ფესტივალზე დასწრების მოსაწვევი არ გაგზავნილა

თბილისის მერია სოციალურად დაუცველებისთვის ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირებას მოახდენს

თბილისის მერიის ინფორმაციით, ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის “თბილისი 2015”-ის ფარგლებში დედაქალაქის მერიაში ყველა მონაწილე ქვეყნის სახელზე მომზადდა მოსაწვევები, თუმცა მოსკოვში ოლიმპიურ ფესტივალზე დასწრების მოსაწვევი არ გაგზავნილა.
“ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, “თბილისი 2015″-ის ფარგლებში დედაქალაქის მერიაში ყველა მონაწილე ქვეყნის სახელზე მომზადდა მოსაწვევები. ეს იყო ოლიმპიური ღონისძიებების ორგანიზების პროცედურით გათვალისწინებული ტექნიკური მხარე. მოსაწვევები გადაიგზავნა საგარეო საქმეთა სამინისტროში. მერიის, როგორც მასპინძელი დედაქალაქის ფუნქციაა, მოსაწვევების დამზადება. დაგზავნის პროცედურას ახორციელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. მონაწილე ქვეყნებში მოსაწვევები უკვე გაგზავნილია. მოსკოვში ოლიმპიურ ფესტივალზე დასწრების მოსაწვევი არ გაგზავნილა”, – ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
არსებული ინფორმაციით, თბილისის მერმა ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე დასასწრებად თავისი მოსკოველი კოლეგა, სერგეი სობიანინი მოიწვია, რისი დამადასტურებელი წერილის ასლიც არსებობს. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში, ისე თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ შესაბამისი მოსაწვევი მოსკოვში არ გაგზავნილა.

banner
წინა სტატიაშიპაატა ზაქარეიშვილი: ნუ გვგონია, რომ ბანერის მოცილებით შეიძლება ომი მოიგო
შემდეგი სტატია“გამოვიყენებთ ყველა ფორმატს, რათა საქართველოში მიმდინარე პროცესები პარტნიორების მხრიდან კარგად იყოს შეფასებული”