თბილისის ზოოპარკმა “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე 13 ივნისის სტიქიამდე ზოოპარკის მფლობელობაში არსებული ბინადრების სია გამოაქვეყნა.
როგორც ირკვევა, სტიქიამდე ზოოპარკის მტაცებლების განყოფილებაში 6 თეთრი ლომი, 8 ლომი, 7 ვეფხვი
ერთი სერვალი, 13 მგელი, 2 ტურა, ერთუ ცივეტა, 13 დათვი, 2 ლეოპარდი, 3 იაგუარი, ერთი აფთრისებრი ძაღლი, 4 აფთარი, 3 მელა, 2 დიდყურა მელა, ერთი მილკბილა იყო.
ჩლიქოსნების განყოფილებაში 5 ზებრა, ერთი დიკ დიკი, 2 სპილო, 3 ნიამორი, ერთი ჰიპოპოტამი, ერთი მარტორქა, 5 ლამა (1ც გორში), 2 კეთილშობილი ირემი, 3 ხალებიანი ირემი, ერთი ტაპირი, 9 აზავერები (2 ნაშიერი), 9 ცხენი
11 პონი – (2 ნაშიერი), 60 კამერუნის თხა, ერთი კანა, 2 ფაფრიანი ცხვარი, 4 ვირი, ერთI პრეჟევალსკის ცხენი, ერთი ჯუჯა პონი, 2 ფალაბელა, 9 ტახი, 3 ჯიხვი იყო.
რაც შეეხება ფრინველების განყოფილებას, აქ 17 პინგვინი, 22 ფარშავანგი, 2 გედი, 4 სვავი, 5 ორბი, ერთი ბექობის არწივი, 2 ველის არწივი, 2 მთის არწივი, ერთი კონდორი, 8 ხონთქრის ქათამი, 7 ალმასისფერი ხოხობი, 5 ოქროსფერი ხოხობი, ერთი ოქროსფერი ბაჯაღლო ხოხობი, 8 ვერცხლისფერი ხოხობი, 8 სამეფო ხოხობი, 2 სვაინოს ხოხობი, ერთი გავაზი, 30 კოლხური ხოხობი, 35 გარეული იხვი, 8 ინდაური, 30 მტრედი, 3 თუთიყუში არა,
65 განუყრელი თუთიყუში, 36 ტალღოვანი თუთიყუში, 16 კორელა, 2 როზელა, ერთი აბისინიური რქაცხვირა, ერთი გვირგვინოსანი წერო, 2 წეროტურფა, 4 ახალზელანდიური თუთიყუში, 2 საყელოიანი თუთიყუში, 3 თუთიყუში ჟაკო, ერთი თუთიყუში კაკადუ თეთრი, ერთი მომღერალი თუთიყუში, 2 ჰოლანდიური ქათამი, 4 სირაქლემა იყო.
პრიმატების განყოფილებაში: ლემური – 6, მაჩვზღარბა – 5, მწვანე ანთარი – 3, ჰამადრილის ბაბუინი – 15, ენოტი – 3, ქოჩორა გიბონი – 1, სიამანგი – 2, შინშილა – 7.
ეგზოტარიუმი: თევზები – 469, ქვეწარმავლები – 98.