ნახატებს შორის ყველაზე ძვირადღირებული ბავარიის ნოიშვანშტაინის ციხესიმაგრე იყო. ჩინელმა მყიდველმა მასში 100 ათასი ევრო გადაიხადა.
მიხაკებიანი ნახატი ნიუნბერგის აუქციონზე 72 ათასი ევროდ გაიყიდა.
გასულ წელს აუქციონის იმავე სახლმა ჰიტლერის 1914 წელს აკვარელში გაკეთებული ნახატი 129 ათას ევროდ გაყიდა.
მყიდველების სახელები და გვარები არ ქვეყნდება.
მართალია, ჰიტლერი ხატვის განსაკუთრებული ნიჭით არ გამოირჩეოდა, მაგრამ მისი ნახატების გამოფენა ყოველთვის განსაკუთრებულ აჟიოტაჟს იწვევს.
ნაცისტური პარტიის შექმნამდე ჰიტლერი ოცნებობდა მხატვარი გამხდარიყო. მას დაახლოებით 3 ათასი ნახატი აქვს, რომელთა დიდი ნაწილი ფანქრით არის შესრულებული.
1900-იან წლებში მომავალი დიქტატორი ორჯერ შეეცადა ვენის გამომსახველობითი ხელოვნების აკადემიაში მოხვედრას, მაგრამ ორივეჯერ უარი მიიღო.