ნინო ბურჯანაძე: უკან დავიხიეთ იმ მიმართულებით, რასაც დასავლეთთან თანამშრომლობა ქვია

ქართული ანდაზაა,

რიგის სამიტის შედეგები გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ შეაფასა.

მისი განცხადებით, მას არანაირი მოლოდინი არ ჰქონია სამიტისგან და ვიზა-ლიბერალიზაციის მიღებას უახლოეს წლებში გამორიცხავს.

ის მიიჩნევს, რომ ქვეყანა საგარეო კურსის მიმართულების შეცვლას საჭიროებს. ნინო ბურჯანაძემ საქართველო თურქეთს შეადარა, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებას უკვე წლებია ელოდება.

„ჩვენ ვერ შევძელით ამ ბოლო 2 წელიწდანახევრის განმავლობაში, არათუ რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება, არმედ უკან დავიხიეთ იმ მიმართულებით, რასაც დასავლეთთან თანამშრომლობა ქვია,“ – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ბურჯანაძის თქმით, უკვე მოვისმინეთ ახალი ტერმინი ევროკავშირის ლიდერების მხრიდან, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა არავითარ კავშირში არ არის ევროკავშირში გაწევრიანებასთან.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: ძალიან მეცოდება ბატონი სააკაშვილი
შემდეგი სტატიათამაზ მეჭიაურის ინიციატივას პრეზიდენტი ვეტოს დაადებს